ახალი ამბები
"ორშაბათისთვის ექნებათ პასუხი" - ქუთაისის მერია აქციის მონაწილეებს
FaceBook
ქუთაისის მერის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება არ შედგა. საუბარია, ქუთაისში ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებზე, რომლებმაც 15 ივნისს მერიის შენობის წინ აქცია მოაწყვეს. ისინი ბუხაიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში  კაფე-ბარი "ფლამინგოს" მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდნენ და ქალაქის მერთან შეხვედრა მოითხოვეს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტეს, რომ  შოთა მურღულია ქალაქში არ იმყოფება. აქციის მონაწილეებს კი, მერის მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილი და იმერეთის ვიცე-გუბერანატორი, პაატა ნადირაძე შეხვდა.

"მოსახლეობასთან იყო ჩვენის მხრიდან საუბარი, ახლა ველოდებით "ფლამინგოს" მხარეს, დაველაპარაკებით იმათაც და ამის შემდეგ გვექნება ბოლო ინფორმაცია. ჯერ-ჯერობით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენ მათ ვუთხარით რომ ორშაბათისთვის ექნებათ პასუხი", -  განგვიმარტეს მერიის პრესსამსახურში მხარეებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" წარმომადგენლებს თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი - 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი, ბუხაიძის ქუჩაზე, 25 წლის ვადით გადასცა.

კაფე-ბარის მფლობელი, კახა მეფარიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას ეს ტერიტორია სასამართლო დავის შემდეგ შეთავაზეს, რომელიც 2016 წელს მერიის წინააღმდეგ დაიწყო. ის ტერიტორიით სარგებლობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისგან საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვდა.

კახა მეფარიშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან მერიას ვადის გაგრძელების შესახებ არაერთხელ მიმართა. მისივე განმარტებით, რადგან უწყებისგან ვერც დადებითი და ვერც  უარყოფითი პასუხი მიიღო, სასამართლოს მიმართა.

"უფრო მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი შევიწროების არაერთი ფაქტი მოხდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დაგვაჯარიმეს 4 000 ლარით. ამის უფლება მერიას არ ჰქონდა, რადგან სასამართლოში საქმე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. თანხის ნაწილში სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა და მისი გადახდა არ მოგვიწევს," - ამბობს კახა მეფარიშვილი.

"ამ ადგილზე გვჭირდება ავტოსადგომი", - განაცხადა მიმდინარე წლის 29 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ "ფლამინგოს" ადგილსამყოფელზე. მისი თქმით, ინვესტორი ახალ კინოდარბაზებს მანამდე არ გახსნის, ვიდრე ამ ტერიტორიას ავტოსადგომის მოსაწყობად არ მიიღებს.

ამ დროისთვის, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კაფე-ბარი "ფლამინგო" თურქ ბიზნესმენზეა გაიჯარებული.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

"მოგვეშველეთ, გაიჩეხა ქალაქი!" - მოსახლეობა სკვერში კაფე-ბარის მშენებლობას ეწინააღმდეგება (ვიდეო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.