ახალი ამბები
ქუთაისში ქვეწარმავლების თაობაზე ცხელ ხაზზე 40-მდე შეტყობინება შევიდა
FaceBook
ქუთაისში, ქვეწარმავლებისა და მღრღნელების თაობაზე ერთი კვირის განმავლობაში შპს "სპეციალურ სერვისებში" 40-მდე შეტყობინება შევიდა.
სწორედ ამ ორგანიზაციას ევალება ქალაქის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების განხორცილება.

შპს "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ შეტყობინების გარეშე რეაგირებას ვერ მოახდენენ, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებენ პრობლემის შესახებ ცხელ ხაზზე 0(431) 26-57-36 დარეკონ.

"სპეციალური სერვისები" ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაშია. ორგანიზაცია ქალაქში სადეზიფექციო სამუშაოებს უკვე 2 წელია ახორციელებს. მანამდე კი, ამ სამუშაოებს შპს "ქუთაისის დეზინფექციისა და სპეც.ეპიდ.ზედამხედველობის სამსახური" ახდენდა.

თუმცა, აღნიშნული სამსახური მოქალაქეებს კერძო მიმართვის შემთხვევაში ემსახურება. მისი ხელმძღვანელი, რუსუდან ხაჭაპურიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მომსახურების საფასური ტერიტორიის ფართობზეა დამოკიდებული, ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსების სადარბაზოების დეზიფექციისთვის კი თანხა, ძირითადად, 45-დან 50 ლარამდე მერყეობს.

შპს "ქუთაისის დეზინფექციისა და სპეც.ეპიდ.ზედამხედველობის სამსახურში" განმარტავენ, რომ ზაფხულის განმავლობაში ქვეწარმავლებისა და მღრღნელების წინააღმდეგ კორპუსების სადარბაზოებს სადეზიფექციო ხსნარით დამუშავება მინიმუმ ორჯერ ესაჭიროება.

"პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა 2 თვემდეა. თუმცა, გააჩნია ამინდებსაც. თუ წვიმიანი სეზონია, შესაძლოა უფრო მალე დაჭირდეს განმეორებითი დეზინფექცია, რადგან წვიმა ხსნარს მალე ჩარეცხავს," - განმარტავს რუსუდან ხაჭაპურიძე.

ქუთაისში ნიკეასა და თაბუკაშვილის ქუჩებზე ბალახი მოუთიბავია, რის გამოც მოსახლეობა ქვეწარმავლების მომრავლების საშიშროებაზე საუბრობს.


ამავე თემაზე:


გაუთიბავი ბალახი და ქვეწარმავლების საფრთხე ქუთაისში (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.