ახალი ამბები
თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ფესტივალის თეატრალური იმერეთი 2017 დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

გამოვლინდნენ ფესტივალის გამარჯვებულები. ჯილდოები 14 ნომინაციაში გაიცა. გამარჯვებულები ოთხკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. ფესტივალზე ასევე მუშაობდა ახალგაზრდული ჟიური.
"თეატრალური იმერეთი -2017"  27 მაისიდან -14 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა მასში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტი, ასევე სოხუმისა და ჰერეთის (საინგილო)თეატრალური დასები იღებდნენ მონაწილეობას.

ჟიურის გადაწყვეტილებით: მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთსო შემსრულებლად ბაღდათის თეატრის მსახიობი ავთანდილ ნაკაშიძე აღიარეს.

ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის თერჯოლის თეატრის მსახიობი თინა მატარიძე დააჯილდოეს. (სპექტაკლი "რეტრო"),

ახალგაზრდული ჟიურის პრიზი ტყიბულის თეატრს გადაეცა.

მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლად სამტრედიის თეატრის მსახიობი დასახელდა.

ქალის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემმსრულებელიც ამავე თეატრიდან გამოვლინდა.

საუკეთესო სამსახიობო ანსამბლის ნომინაციაში თერჯოლის თეატრმა გაიმარჯვა.

ჰუმანური იდეის მხატვრული განხორციელებისთვის პრიზი ხონის სახალხო თეატრს მიანიჭეს.

ნომინაციშა საუკეთესო პარტნიორული დუეტისთვის ხონის თეატრის მსახიობებმა :ზაზა ძიძიგურმა და თემურ საღარეიშვილმა გაიმარჯვეს.

სახასიათო სახეების შექმნისათვის ხარაგაულის თეატრის შვიდი მსახიობი დაჯილდოვდა.

ჟიურის სპეციალური პრიზი ტყიბულის თეტრის რეჟისორს ლალი კუბლაშვილს ერგო.

საუკეთესო სცენოგრაფია ხარაგაულის თეატრის წარმომადგენელს ირინა ჩხეიძეს მიანიჭეს.

ქუთაისის მერიამ და იმერეთის გუბერნიამ სპეციალური პრიზები გადასცა საინგილოს თეატრს.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ბაღდათის თეატრის მსახიობი ეთერ ბერიძე დააჯილდოეს.

მამკაცის როლის სუკეთესო შემსრულებლად გოჩა ნიკოლაძე აღიარეს.

საუკეთესო რეჟისორად ვანის სახალხო თეატრში განხორციელებული სპექტაკლისთვის აბელ სოსელია დასახელდა.

საუკეთესო სპექტაკლად  კი საჩხერის თეატრის დადგმა "შერეკილები" აღიარეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.