ქუთაისელმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ, მიმდინარე წლის
აპრილში WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
"ჩაქუჩა" WBO-ს ჩემპიონობისთვის ემზადება, რომელიც
სავარაუდოდ, 8 ივლისს, ლონდონში შედგება.
ავთანდილ ხურციძეს 2016 წელს უკვე აქვს მოპოვებული WBO-ს
ინტერნაციონალური ქამარი.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტემენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის,
რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება,
შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან
მაყაშვილი იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ
ხერხდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები