ახალი ამბები
ქუთაისის მესამე ვიცე-მერის არასავალდებულო შტატი
FaceBook
ქუთაისის მერიაში მესამე ვიცე-მერის არასავალდებულო შტატი შეიქმნა. იურისტების განმარტებით, ახალი შტატის დამატებას თვითმმართველობას კანონი არ ავალდებულებდა.
უფრო, მეტიც, მათივე თქმით, "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში", რაც ქალაქის ხელმძღვანელობამ მერიაში კიდევ ერთი პოსტის შექმნის არგუმენტად მოიყვანა, მსგავსი ჩანაწერი საერთოდ არ არის.

"ქუთაისის მერია არ არის ვალდებული, რომ მეცამეტე თანამდებობის პირი ყავდეს. ამ საკითხს "თვითმმართველობის კოდექსი" არეგულირებს, სადაც წერია, რომ უნდა ყავდეს არაუმეტეს 13 წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს 13 თანამდებობის პირის არსებობა. "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" კი მსგავსი ჩანაწერი საერთოდ არ არის", - ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" ამბობენ, რომ თვითმმართველობის კოდექსი თანამდებობის პირთა მაქსიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებულზე ნაკლების არსებობა დასაშვებია.

"ორგანული კანონის თვითმმართველობის კოდესის 52 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით -გამგეობის/მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. კანონი აღნიშნული ჩანაწერი განსაზღვრავს თანამდებობის პირთა მაქსიმალურ რაოდენობას მერისა თუ გამგეობაში. თანამდებობის პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს ცამეტზე მეტი, მაგარამ დასაშვებია უფრო ნაკლების არსებობა", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალო-საქართველოს"  რეგიონალური კოორდინატორი, ლელა მოწონელიძე.

"თვითმმართველობის კოდექსი" მერიაში თანამდებობის პირების რაოდენობას ასე განმარტავს:

მუხლი 52. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები
1. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი/მერი;
ბ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილე;
გ) გამგებლის/მერის მოადგილე;
დ) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის/მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

მერიაში მესამე ვიცე-მერის შტატი, ქუთაისის საკრებულომ 30 მაისის სხდომაზე დაამტკიცა.

ადმინისტრაციული სამსახურის უფრომა, ზვიად ჯავახიამ ახალი შტატის დამატება მაშინ "საჯარო სამსახურის შესახებ კანონით" ახსნა.

"ქუთაისის მერიას ამჟამად ყავს 12 თანამდებობის პირი. იქედან, გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს "საჯარო სამსახურის შესახებ კანონი" ჩვენ უნდა მოგვეყვანა ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში თანამდებობების რაოდენობაც", – განაცხდა ზვიად ჯავახიამ.

ახალი შტატის შექმნას არ დაეთანხმა საკრებულოს ოპოზიცია. "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, დავით გოგისვანიძის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კიდევ ერთი შტატის შექმნა, აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ დეპუტატები დაამშვიდა და განაცხადა, რომ პოსტზე არავინ იყო შერჩეული და არჩევნებამდე შესაძლებელი იყო არც არავინ დანიშნულიყო.

საკრებულოს სხდომიდან ზუსტად 5 დღეში ქუთაისის ვიცე-მერად გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნა.


ამავე თემაზე:

"ქართული ოცნება" გრიგოლ დალაქიშვილს ქუთაისის ვიცე-მერად დანიშვნას ულოცავს

ქუთაისის მერიაში ვიცე-მერის მესამე შტატი დაემატა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში 56 წლის მამაკაცი დაიკარგა.
16:14 / 11.08.2022
ქუთაისში 56 წლის მამაკაცი დაიკარგა.
დანია უკრაინის დასახმარებლად დამატებით €110 მილიონს გამოყოფს.
15:18 / 11.08.2022
დანია უკრაინის დასახმარებლად დამატებით €110 მილიონს გამოყოფს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.