ახალი ამბები
სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა განახლდება
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის შეჩერების შესახებ, გააუქმა. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, ობიექტის მფლობელს, ზურაბ ფილიპიას, ბენზინგასამართი სადგურის ექსპლოატაციის უფლება მიეცა.

ჯავახიშვილის ქუჩაზე, დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ავტოგასმართი სადგურის მშენებლობა ადგილობრივებმა რამდენჯერმე გააპროტესტეს.

მათი თქმით, კოპრუსებთან ახლოს მსგავსი ობიექტის არსებობა მუდმივი საფრთხის ქვეშ ამყოფებთ.
საპროტესტო აქციებიდან მალევე, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა, ქუთაისის მერიას ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო, სასამართლოში უჩივლეს.

ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნატო ქათამაძეც ეწინააღმდეგებოდა.

მისი თქმით, ქუთაისის მერიამ ფეთქებადსაშიში ობიექტის მშენებლობის ნებართვა აკრძალულ, მეორე ზონაში გასცა. 

ბრალდება უარყო ქალაქის ხელისუფლებამ და ნატო ქათამაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის 1 მარტის განჩინებით მიიღო, რომელიც   მოგვიანებით ობიექტის მეპატრონემ, ზურაბ ფილიპიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და საქმეც მოიგო.

ქუთაისის მერიამ ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 23 დეკემბერს გასცა. 

ადგილზე მშენებლობა თითქმის დასრულებულია. 

ამავე თემაზე:


"საფრთხეში ვართ" - ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის გამო მოსახლეობამ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.