ახალი ამბები
ქუთაისში "აია არენას" სტადიონზე საქართველოს მცირე ზომის დროშა გამოცვლილია
FaceBook
ქუთაისში,"აია არენას"  სტადიონზე,  სადაც ამ წუთებში რაგბში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, საქართველოს  მცირე ზომის დროშა გამოცვლილია. სტადიონზე, საქართველოს დროშა  სხვა ქვეყნის დროებთან ერთად თანაბარი ზომითაა აღმართული.

ქუთაისში "აია არენას" სტადიონზე რაგბში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ  შეხვედრაზე, რომელიც 31 მაისს  გაიმართა, სხვა ქვეყნების დროშასთან შედარებით საქართველოს  მცირე ზომის დროშა  აღმართეს, რითაც საქართველოს დროშის აღმართვის წესი დაირთვა. 

ქუთაისიპოსტთან საუბარში რაგბის კავშირის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ფაქტი გაუთვალისწინებლად,  წინასწარი განზრახვის გარეშე მოხდა.

"ეს მოხდა შემთხვევით. კანონი დარღვეულია, მაგრამ ეს განზრახ არ ყოფილა. ამდენი წელია ვემზადებით ამ ტურნირისთვის და რაგბის კავშირი წელებზე იდგამს ფეხს. მსგავსი რამ აღარ განმეორდება და რაგბის კავშირი გამოასწორებს ამას. ქართული რაგბი, ისევე როგორც თითოეული მისი მონაწილე ყოველთვის არის და იდგება სამშობლოს მხარდასაჭერად და არანაირი განზრახვა ეროვნული სიმბოლიკისა და  დროშის შეურაცხყოფის არ ყოფილა,"- განმარტავდნენ საქართველოს რაგბის კავშირში.

დღეს ორი მატჩი ჩატარდება, სადაც ირლანდია–შოტლანდიის გუნდს, ხოლო ზელანდია-იტალიის ნაკრებს შეხვდება.

ქუთაისში მსოფლიო დონის შეხვედრები რაგში 31 მაისიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ბოლო, მესამე მესამე წრის შეხვედრა 8 ივნისს ჩატარდება, შოტლანდია-იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო ირლანდია–ზელანდიას.

სპორტის სამინისტრომ ქუთაისსა და თბილისში ჩემპიონატისთვის დაპირებული 10 მოედნის მშენებლობა ვერ მოასწრო, რის გამოც, ჩემპიონატის მიღება ალტერნატიულ მოედნებზე უწევს.


ამავე თემაზე:

რაგბში მსოფლიო ჩემპიონატს ქუთაისი 31 მაისიდან უმასპინძლებს

რაგბში მსოფლიო ჩემპიონატს ქუთაისი 31 მაისს, 4 და 8 ივნისს უმასპინძლებს

ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ორი მატჩი დასრულდა


"ქუთაისი მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო დონის ჩემპიონატს რაგბში"

რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია ქუთაისში (ფოტო)

ქუთაისში რაგბის ჩემპიონატზე საქართველოს მცირე ზომის დროშის აღმართვით კანონი დაირღვა

რაგბის კავშირი: "აია არენაზე" საქართველოს მცირე ზომის დროშა გამოიცვლებ

რაგბის კავშირი საქართველოს მცირე ზომის დროშის აღმართვაზე - ეს მოხდა შემთხვევით

რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტური ქუთაისში 4 ივნისს გაიმართება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ
იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31
მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში
მდებარეობს.
14:40 / 18.05.2026

საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
11:28 / 18.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.