ახალი ამბები
რაგბის კავშირი: "აია არენაზე" საქართველოს მცირე ზომის დროშა გამოიცვლება
FaceBook
ქუთაისში "აია არენას" სტადიონზე აღმართული საქართველოს მცირე ზომის დროშა, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა და რითაც კანონი დაირღვა,  სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად ჩამოხსნეს.

როგორც საქართველოს რაგბის კავშირში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, თამაშის დასრულების შემდეგ დროშები ინახება. მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრაზე კი "აია არენაზე" საქართველოს დროშა სხვა სახელმწიფოს დროშებთან თანაბარი ზომით აღიმართება.

"ნამდვილად უხერხული იყო
რა თქმა უნდა ეს ფაქტი, მაგრამ გამოსწორდება და მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება," - ამბობენ საქართველოს რაგბის კავშირში.

ქუთაისში "აია რენას" სტადიონზე რაგბში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს დროშის აღმართვის წესი დაირღვა.

საუბარია იმაზე, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო დროშა სხვა ქვეყნების სახელმწიფოს დროშებთან ერთად არათანაბარი ზომით აღმართეს, რაც საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.

საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის წესს, საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში რაგბის ჩემპიონატზე საქართველოს მცირე ზომის დროშის აღმართვით კანონი დაირღვა

რაგბის კავშირი საქართველოს მცირე ზომის დროშის აღმართვაზე - ეს მოხდა შემთხვევით
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.