ახალი ამბები
ქუთაისის მერია "ტორპედოს" 295 000 ლარად ყიდის
FaceBook
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბი "ტორპედო"  აუქციონზე მეორედ გაიტანა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიმდინარე წლის 12 მაისს გამოცხადებული აუქციონი, სადაც ტორპედოს საწყისის ღირებულება 585 413 ლარი იყო, ჩაიშალა, რადგან კლუბის შეძენის სურვილი არავინ დააფიქსირა.

ამჯერად კლუბი აუქციონზე 295 000 ლარად იყიდება, სააუქციონო პირობები კი არ შეცვლილა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა კლუბში ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, "ფეხბურთის განვითარების ფონდის" ფუნქციონირების შემთხვევაში კი, რომელიც 2016 წლიდან არსებობს, კლუბში მინიმუმ 1 500 000 ლარი უნდა ჩაიდოს.

იმ შემთხვევაში თუ ფონდი შეწყვეტს "ტორპედოს" დაფინანსებას, ინვესტორმა კლუბის 1 500 000 ლარიანი ინვესტირების ვალდებულება მთლიანად საკუთარ თავზე უნდა აიღოს, იქნება ეს პირდაპირი ინვესტიცია თუ სპონსორი, რომელიც ასევე თავად უნდა მოიზიდოს.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელი უკვე დაწყებულია, ინვესტორი ვალდებულია 2018 წლის 1 იანვრამდე, ასევე პირდაპირი ინვესტირების გზით, კლუბი სრული კალენდარული წლის ვალდებულებით, 500 000 ლარით დააფინანსოს.

შემსყიდველი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა–აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება წელიწადში 100–200 ბავშვზე.

ინვესტორმა, ფონდის მონაწილეობით ასევე უნდა დააფინანსოს კლუბის თანამშრომლებისა და  ფეხბურთელების შრომის ანაზღაურება, ფეხბურთელების შეძენის, საფეხბურთო კლუბის  ბაზაზე სკოლა-აკადემიის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხარჯები.

ქუთაისის მერია კლუბს 100%–იანი წილით ყიდის, გარდა საწესდებო კაპიტალისა და აკ. ხორავას ქუჩა N1-ში არსებული ნაკვეთისა.


ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისის "ტორპედოს" აუცქიონზე გატანას მას შემდეგ გეგმავდა, რაც მის ახალ ინვესტორთან, ზაალ ჩაჩავასთან შეთანხმება ვერ შედგა და ჩაჩავამ კლუბი დატოვა.

ქუთაისის მერიაში ამბობდნენ, რომ კლუბის გასხვისება ტექნიკური დეტალების გამო ფერხდებოდა.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერია "ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი ჩაიშალა


ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ

700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის მოლოდინში



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.