ახალი ამბები
ლიფტი, ატრაქციონი, საბაგირო - ქუთაისში ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების შემოწმება იწყება
FaceBook
კერძო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საფრთხისშემცველი ობიექტების ტექნიკური შემოწმება სავალდებულო ხდება.

სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული კომპანია "სი ეი ინთერნეიშენალი" ქუთაისში ლიფტების, ატრაქციონების, საბაგირო ხაზის, ავტო და გაზგასამართი სადგურების და სხვა მსგავსი ობიექტების ინსპექტირების პერიოდულ განხორციელებას იწყებს.

"სი ეი ინთერნეიშენალმა" დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, პირველი ოფისი ქუთაისში გახსნა.

კომპანია,  მფლობელის დაკვეთით,  ობიექტის ტექნიკურ გამართულობას შეამოწმებს და შესაბამის დასკვნასაც გასცემს, რომელზეც მისი შემდგომი ფუქნციონირება იქნება დამოკიდებული.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებული იქნება ხარვეზი გამოასწოროს და ობიექტის გამართული მუშაობა უზრუნველყოს, რაც საფრთხეს არ შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

კომპანიის მომსახურება ფასიანია და მისი ანაზღაურება დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს.

მაგალითად, კორპუსში სამ წელიწადში ერთხელ ლიფტი იმ კომპანიამ უნდა შეამოწმოს, ვინც მრავალსართულიან სახლში მისი მონტაჟი განახორციელა.

რაც შეეხება, ტექნიკური ინსპექტირების ხარჯებს, თანხის ანაზღაურება დამკვეთმა კორპუსის ამხანაგობასთან შეთანხმებით უნდა მოახდინოს, თუმცა, "სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალური დირექტორის, სანდრო შელიას თქმით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ინსპექტირება 99%-ით სახელმწიფოს მიერ დაფინანსდეს.

"საკმაოდ ახლო მომავლის საქმეა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, რაც ძალიან სწორი იქნება. ახალი ლიფტის ინსპექტირება საკმაოდ მაღალ ფასს მოიცავს, ძველი კი 200-დან 300 ლარამდე ღირს, ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, თუ სახელმწიფო აიღებს თავის თავზე თითქმის სრულად დაფინანსებას", - ამბობს "სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, სანდრო შელია.

"სი ეი ინთერნეიშენალმა" ქუთაისში ფუნქციონირება, ხახანაშვილის N 22-ში მიმდინარე წლის 2 ივნისიდან დაიწყო.


"სი ეი ინთერნეიშენალი"ს ოფისი ქუთაისში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.