ახალი ამბები
"ქუთაისი მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო დონის ჩემპიონატს რაგბში"
FaceBook
ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებმა  "აია არენას" მიმდებარე ტერიტორია გააკრიტრიკეს.

ქალაქში რაგბის მოედნის ირგვლივ აყრილ გზებსა და ტროტუარებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქალაქის სირცხვილი უწოდეს. 

"სამწუხაროდ, ქუთაისი მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო დონის ჩემპიონატს რაგბში, რომელიც პირველად მოეწყო. დაანონსებული ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა ხელისუფლებამ ვერ შეძლო და ფაქტიურად, მსოფლიო მასშტაბით მოგვჭრა თავი მურღულიამ, შეარცხვინეს  ქალაქი, " -  განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჯუმბერ შაშიაშვილმა.

"ფორსირებულად პირდაპირ ტალახზე დააგეს გზები, ეს არის კატასტროფა და  ჩვეულებრივი დანაშაული, როგორც დაახვედრეს ინფრასტრუქტურა უცხოეთიდან ჩამოსულ 5000 სტუმარს," - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია. 

"ნაციონალებისა" და "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ქუთაისის მერიაში.

"კანონის სრული დაცვით და ყველა სეგმენტის გათვალისწინებით ხდება ინფრასტრუქტურის მოწყობა ქუთაისში. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, დაიგო პირველი ფენა და უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა მეორე ფენის დაგება. თუმცა, გზა მოწესრიგებულია და გავლადია. ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების გაერთიანებული აჟიოტაჟი, პოლიტილური პოპულიზმია და მეტი არაფერი", - განმარტავენ მერიაში.

აია არენას მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის 636 ათასი ლარი დაიხარჯა.

ქუთაისში კ. გამსახურდიას ქუჩაზე განთავსებულ სარაგბო მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში  ახალი ზელანდიისა და შოტლანდიის თამაშით 31 მაისს გაიხსნა.

შეხვედრა ახალი ზელანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 41-ით 20, ხოლო, ირლანდია -იტალიის შეხვედრა 21-ით 22 დასრულდა.

ქალაქში მსოფლიო დონის შეხვედრები 4 და 8 ივნისსაც გაიმართება.

ორი მატჩი 4 ივნისს ჩატარდება, მეორე წრეშიც, სადაც ირლანდია–შოტლანდიას შეხვდება, ზელანდია კი იტალიას.

მესამე წრეში კი, რომელიც 8 ივნისს გაიმართება, შოტლანდია იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო ირლანდია–ზელანდიას.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ქუთაისთან ერთად, ასევე გაიმართება თბილისში, ავჭალის სტადიონზე. ხოლო, პლეიოფებსა და ფინალურ მატჩებს 14 და 18 ივნისს, თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონები უმასპინძლებს.

სპორტის სამინისტრომ ქუთაისსა და თბილისში ჩემპიონატისთვის დაპირებული 10 მოედნის მშენებლობა ვერ მოასწრო, რის გამოც, ჩემპიონატის მიღება ალტერნატიულ მოედნებზე უწევს.

ქუთაისის სარაგბო ბაზა, რომლის ტერიტორიაც 9 ჰექტარია, საქართველოში ყველაზე დიდია და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო.

ბაზაზე განთავსებულია 4 მოედანი - 3 სათამაშო და 1 სავარჯიშო. ცენტრალური სტადიონი 4 860 მაყურებელზეა გათვლილი, მეორე მოედანი 1 330 მაყურებელს იტევს, მესამე სტადიონი კი 751 ადგილიანია.

კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, საპატიო სტუმრების, პრესის და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით.

ქუთაისის სარაგბო ბაზა "აია-არენა" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ასოციაცია "ატუმ" მოაწყო. ბაზის მშენებლობა 11 მილიონი ლარი დაჯდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.