ახალი ამბები
ქუთაისში ბერძენაძის ქუჩის მცხოვრებლები გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ბერძენაძის ქუჩაზე მცხოვრებლები გზის შეკეთებასა ითხოვენ.  ადგილობრივების თქმით, გზის საფარის პრობლემა  წლებია აწუხებთ.  

"ყოველი არჩევნების წინ მოდიოდნენ და გვპირდებოდნენ, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდნენ, მაგარმ საშველი მაინც არ დაადგა. ვინც არის ჩვენი  უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ის თვალითაც არავის გვინახავს, მუნიციპალიტეტშიც კი ვიყავით მისული და იქაც არ დაგვხვდა. ხალხი და პრობლემები მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ", - ამბობს ბერძენაძის ქუჩაზე მცხოვრები, ხათუნა სოფრომაძე. 

გზის საფარის პრობლემის გარდა, ბერძენაძის ქუჩაზე ღვარსადენების პრობლემაც აქვთ.  

"ჩვენთან არც ღვარსადენია მოწესრიგებული. ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ სახლებში შემოგვდის წყალი", - განმარტავენ ადგილობრივები.


ამორტიზებული გზა

ბერძენაძის ქუჩა ძელქვიანის სამაჟორიტარო ოლქში შედის, რომლის მაჟორიტარი დეპუტატი კახი დვალიშვილია. ის ადასტურებს, რომ წინასაარჩევნოდ ბერძენაძის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგების დაპირება ნამდვილად გასცა. თუმცა, მისი თქმით, გზის შეკეთება ინფრაქტრუქტურის სამინისტრომ შეაჩერა, რადგან ქალაქში ჯერ საკანალიზაციო სისტემები უნდა გაიმართოს. დაპირების გაცემიდან  სამი წლის შემდეგაც ამბობს, რომ პრობლემა მოგვარდება. მაგრამ კონკრეტულად როდის, ამაზე დაზუსტებული პასუხი ჯერჯერობით არ აქვს, რადგან მისივე განმარტებით, ეს პროცესი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებაზეა დამოკიდებული.  

"წყლის ქსელის გამოცვლა მიმდინარეობს ახლა, შემდეგ უნდა მოხდეს კანალიზაციის ქსელის მოწყობაც. ამ ყველაფრის შემდე მოხდება გზის საფარის მოწესრიგება. მანამდე რომ დაგვეგო გზა ორმაგი ხარჯი გამოვიდოდა", - ამბობს კახი დვალიშვილი. 

ქუთაისში მიმდინარე წელს გზის საფარის რეაბილიტაცია რამდენიმე ქუჩაზე იგეგმება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.