ახალი ამბები
ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა 2 მაისიდან ამ დრომდე 600 ტურისტი მიიღო
FaceBook

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ახლადგახსნილ შენობაში, ობიექტის გახსნიდან (მიმდინარე წლის 2 მაისიდან) ამ დრომდე 600-მდე ტურისტი მიიღეს.


ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში განმარტავენ, რომ ტურისტებმა მათი მხრიდან საჭირო  და დამუშავებული ინფორმაცია მიიღეს. 

"საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს ქალაქში არსებული კაფეების, სასტუმრობის, ტრანსპორტის და ტურისტული ადგილების შესახებ  სრულყოფლი ინფორმაციის მიწოდებას ტურისტებისთვის. ამ ახალი ობიექტის გახსნიდან დღემდე 600-მდე ტურისტს ვუმასპინძლეთ, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 80% მეტია", - ამბობს ტურიზმის ცენტრის დირექტორი, ტატო ლილუაშვილი.

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2 მაისამდე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული. ცენტრისთვის  "მირზაანის" ყოფილი შენობა მერიამ  2015  წელს შეიძინა, ხოლო  ობიექტის მოსაწყობად  სახელმწიფო შესყიდვა  გასულ წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯევბულ კომპანიად შპს "პარმარი" დასახელდა. კომპანიამ ობიექტის კეთილმოწყობის სანაცვლოდ ბიუჯეტიდან 162 000 ლარი მიიღო. 



ამავე თემაზე:

არგო, ზღვა და მზე - ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მოხატული კედელი (ფოტო)

ქუთაისის მერიამ "მირზაანის" შენობა შეიძინა

ქუთაისში ტურისტული ცენტრის გახსნაზე ლენტი განჯის მერმა გაჭრა

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის ნაწილს აუქციონზე გაიტანენ

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.