ახალი ამბები
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოების მეხუთე ეტაპი 2018 წელს უნდა დასრულდეს
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსში რესტავრაცია/რეაბილიტაციის მეხუთე ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და იგი ამერიკის საელჩოსა და მსოფლიო ბანკის ფინასნური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ტაძრის სახურავს, შეიცვალა ძველი თუნუქი, რომლითაც საბჭოთა კავშირის პერიოდში გადახურეს ტაძარი. თუნუქი ჩაანაცვლეს მოჭიქული კრამიტით.

"ტაძრის გადახურვა გათხრების დროს აღმოჩენილი კრამიტის მსგავსი მასალის გამოყენებით ხდება. მოჭიქული კრამიტი იგივე ტრადიციითა და ტექნოლოგიით დამზადდა, როგორსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ტაძრების გადახურვისთვის", - აღნიშნა რესტავრატორმა სანდრო რუბაშვილმა.

ტაძარში მიმდინარეობს ქვის კონსერვაცია და კარნიზების მოწესრიგება. მანამდე, მოხდა ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები, ასევე დასრულებულია გუმბათის მთელი პერიმეტრის გადახურვა და მოწესრიგება.

სამუშაოები მიმდინარეობს მონასტრის გარეპერიმეტრზე, სადაც პროექტის თანახმად, უნდა აშენდეს საინფორმაციო ცენტრი, კაფეტერია და გაიყვანონ გზა.
პროექტს კოორდინაციას უკეთებს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ტაძრის რესტავრაცია მიმდინარე პროცესია და იგი შესაძლებელია კიდევ რამდენიმე ეტაპად გაგრძელდეს.

რესტავრაციის მეხუთე ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 2,5 მლნ ლარია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.