ახალი ამბები
გელა დარსაძის სახელობის მემორიალურ ტურნირის ფინალური მატჩზე ქუთაისის გუნდმა გაიმარჯვა
FaceBook
ქუთაისის სპორტის სასახლეში გელა დარსაძის სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა კალათბურთში, სადაც გამარჯვება ქუთაისის გუნდმა მოიპოვა. 
ფინალში ერთმანეთს ქუთაისის საკალათბურთო გუნდი "ქუთაისი" და "რუსთავი"  დაუპირისპირდნენ.

გელა დარსაძე საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, გასული საუკუნის 80-იანი წლების თბილისის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის საკალათბურთო გუნდის "ქუთაისი 2010" -ის მწვრთნელი იყო.

დღევანდელ ტურნირში ოთხი გუნდი თბილისის გუნდები "ორბი", "ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემია", ქუთაისის გუნდი "ქუთაისი" და რუსთავის გუნდი "რუსთავი" მონაწილეობდა.

ტურნირში გარდამავალი თასისთვის 2002 წელს დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ. გამარჯვება ქუთაისის გუნდმა მოიპოვა. სპორტსმენები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა დააჯილდოვა.


2002 წელს დაბადებული სპორტსმენებს შორის ასპარეზობა მიმდინარე წლის 9 მაისს დაიწყო და მასში ოთხი გუნდი თბილისის "ორბი" , "ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემია", ქუთაისის გუნდი "ქუთაისი" და რუსთავის "რუსთავი" მონაწილეობენ.


გელა დარსაძის სახელობის ტურნირის ჩასატარებლად ქუთაისის მერიამ 8 750 ლარის ღირებულების ტენდერი 18 აპრილს გამოაცხადა.

ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებულად შპს "რიქსი-2013" გამოვლინდა. დოკუმენტაციის თანახმად, მას 42 პირზე სასტუმროს მომსახურების გარდა, დარბაზის დაქირავებაც ევალებოდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ,
სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას
ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
10:29 / 02.12.2024
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ, სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.