ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი 20 მაისიდან გახდება
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი მიმდინარე წლის 20 მაისიდან გახდება. ბაღში შესვლის საფასური ადგილობრივებისთვის 1 ხოლო ტურისტებისთვის 3 ლარი იქნება.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხს ქუთაისის საკერებულოში დასამტკიცებლად გაიტანენ, რის შემდეგაც ბრძანება ძალაში კანონიერად შევა.

"დარჩა მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარება. საკრებულო როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას უკვე დაიწერება შიდა ბრძანება და შესვლა ფასიანი გახდება", - ამბობს ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თემურ ჩეჩელაშვილი.

მისი თქმით, ბაღში შესვლის საფასურს არ გადაიხდიან სკოლამდელი ასაკის ბავშვები, შშმ პირები და სამხედროები.

ბოტანიკური ბაღი მაისიდან ოქტომბრამდე 10:00 დან 22:00 საათამდე, ხოლო ოქტომბრიდან მაისამდე 10:00 დან 18:00 საატამდე იმუშავებს.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში საქორწილო ფოტოსესიის ღირებულება 50 ხოლო, ექსკურსია კვლავ 25 ლარი იქნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:43 / 25.05.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.
ოპოზიციური პარტიები სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურებიან.
15:10 / 24.05.2024
ოპოზიციური პარტიები სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.