ახალი ამბები
"დღეს საქართველოს ჰყავს ხელფასიანი სიკვდილმისჯილები" - უფლებადამცველები ტყიბულში დაღუპულ მეშახტეებზე
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას, რომელსაც 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა,  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. 

"საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" აპარატის უფროსის, პაატა ნინუას განმარტებით, საწარმოო შემთხვევებს ქვეყანაში უამრავი ადამიანი ეწირება და ამ მხრივ, სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება.

"ის რაც მოხდა ტყიბულში, თითოეული დასაქმებულის ბედია საქართველოში. რადგნად არავინ არ იცის სამუშაოდან დაბრუნდება თუ არა უვნებელი. ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ არსებობს რეალურად ქმედითი შრომითი ინსპექცია, რომელიც დასაქმებულებს დაიცავს. ეს ქვეყნის სირცხვილია. რადგან ამ პირობებში, გამოდის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელფასიანი სიკვდილმისჯილები,"- განმარტავს ჩვენთან საუბარში პაატა ნინუა.

ტყიბულის შახტაში 9 მაისს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპული 4 მეშახტის ცხედარი ნაპოვნია. სამაშველო სამუშაოები თითქმის 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივ მაშველებთან ერთად, დამხმარე ბრიგადაც იყო ჩართული.

მთელი ღამის მანძილზე ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მანქანა და საპატრულო პოლიცია. ცხედრების ამოყვანა მხოლოდ დღეს, 10 მაისს დილით იქნა შესაძლებელი, რის შემდეგაც ისინი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვნეს.

ტყიბულში რჩებიან ჩამოსული მთავრობის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

შემთხვევა 9 მაისს მოხდა. მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოწყდა და შახტში ჩავარდა.

საქნახშირი ჯი აი ჯი-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაზე მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები, რომელზეც დაკავებული იყო შახტის სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით.

"დასვენების დღეებია და სწორედ ამიტომ ისინი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი," - განაცხადა საქნახშირი ჯი-აი-ჯის გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.



ამავე თემაზე:

ტყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების
დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი
ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე,
პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.
10:18 / 01.12.2021
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.
20:17 / 30.11.2021
"ხელოვნების ენა, როცა ის კლასიკაა,  სამყაროში არის ერთი. ენობრივი და კულტურული ბარიერი არ არსებობს, იქნება  ეს თეატრი, კინო მუსიკა თუ მხატვრობა", - ამბობს მსახიობი მარიკა სამანიშვილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.