ახალი ამბები
იურისტთა უმაღლესი სკოლის ქუთაისის ფილიალი სასწავლო ვაუჩერს გასცემს
FaceBook
საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის ქუთაისის ფილიალი სოციალურ პროექტს ახორციელებს.
ორგანიზაცია ემიგრანტი ოჯახების შვილების მხარდასაჭერად, 150 ლარიან სასწავლო ვაუჩერს გასცემს.

მისი გამოყენება იურისტთა უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამებზეა შესაძლებელი.

ვაუჩერის მოქმედების ვადა ერთი წლითაა განსაზღვრული და მისი მიღება იმერეთის რეგიონში ყველა იმ პირს შეუძლია, რომლის მშობელი რეგალურად თუ არალეგალურად იმყოფება ემიგრაციაში.

სასწავლო ვაუჩერის მიმდინარე წლის 10 მაისიდან იურისტთა უმაღლესი სკოლის ქუთაისის ფილიალში გაიცემა.

"ამით ჩვენ გადავწყვიტეთ ემიგრანტი ოჯახების შვილებს ცოდნის გაღრმავებაში გარკვეული სახის დახმარება გავუწიოთ. ეს სოციალური პროექტია, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას ჩვენც ვგრძნობთ მომავალი თაობის წინაშე. მათ შესაძლებლობა ექნებათ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს დაესწრონ, რომელსაც მოქმედი მოსამართლეები და პროკურორები წარუძღვებიან," - აღნიშნავს საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი, ირმა კახიძე.

ორაგნიზაციის ქუთაისის ფილიალში სწავლა ადვოკატურის, მოსამართლის და ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსებზეა შესაძლებელი. ასევე, სკოლა მოკლევადიან ტრენინგებს სთავაზობს საბანკო სამართლის, სადაზღვევო და საგადასახადო სამართლით დაინტერესებულ პირებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.