ახალი ამბები
"მოვითხოვთ სასწრაფო წესით იქნას აღკვეთილი იური ლუშკოვის ვოიაჟი საქართველოში" - გია გოქაძე
FaceBook

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარის, გია გოქაძის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუშკოვი საქართველოში კანონის დარღვევით იმყოფება და ის დაუყონებლივ უნდა დააპატიმრონ.


გია გოქაძე მოსკოვის ყოფილი მერის დაკავებას 2009 წელს მომხდარი ფაქტის გამო ითხოვს. ის ამბობს, რომ 2009 წელს იური ლუშკოვი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა.

"2009 წელს იური ლუშკოვი იმყოფებოდა სოხუმის და ცხინვალის ტერიტორიაზე. თუმცა, ის საქართველოს საზღვრიდან იქ არ შესულა, გამოდის მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2008 წელს მიღებული კანონის ერთ-ერთი მუხლი დაარღვია, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტრიაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებით.

მოსკოვის ყოფილმა მერმა დაარღვია ეს კანონი და გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იცავს კანონს. მოვითხოვთ, სასწრაფო წესით იქნას აღკვეთილი იური ლუშკოვის ვოიაჟი საქართველოში და მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა", - განაცხადა  ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარემ, გია გოქაძემ.

მისი თქმით, იური ლუშკოვის საქართველოში ყოფნის შესახებ მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო.

იური ლუშკოვი მოსკოვის მერის თანამდებობას 2010 წლამდე იკავებდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.