ახალი ამბები
ქუთაისელი ჟურნალისტი მეუფე კალსიტრატეს წინააღმდეგ საქმეს უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს
FaceBook
ქუთაისელმა ჟურნალისტი, დალი ბარაბაძე, რომელიც ქუთათელ-გაენათელს, მეუფე კალისტრატეს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებასა და 15 840 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს, საქმეს უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს. დალი ბარაბაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდგე მიიღო, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

მიმდინარე წლის 5 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ კანონიერად ცნო დალი ბარაბაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომელსაც მეუფე კალისტრატე აწერს წელს და მოსარჩელეს უარი უთხრა სამსახურში აღდგენაზე.

დალი ბარაბაძის თქმით, სხდომამდე მხარესთან შეთანხმება  მოხდა, რომლის მიხედვითაც მას გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, საქმე  უნდა შეეწყვიტა, თუმცა, მისივე  თქმით,  მოგვიანებით საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მორიგებაზე უარი განაცხადეს.

"შევთანხმდით,რომ თუ მე საქმეს შევწყვეტდი, საპატრიარქო აღმადგენდა გელათის სასულიერო აკადემიის რადიოჟურნალ "ივერიის" კორესპონდენტად. გარდა ამისა, იმ 15 840 ლარიდან, რომელიც მეკუთვნის, 3000 ლარს დავთმობდი. გავაგზავნე ოფიციალურად ჩემი პირობები საპატრიარქოში და მითხრა მათმა იურისტმა, რომ თანახმა ვართო. დღევანდელ პროცესზე კი შეთანხმებაზე  უარი თქვეს",- განაცხადა დალი ბარაბაძემ.

დალი ბარაბაძე პროცესს ბოლომდე არ დასწრებია და სხდომა დატოვა, რის მიზეზადაც სხდომზე  მხარეთა თანაბრობის პრინციპის დარღვევა და მეუფე კალისტრატეს მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფა დაასახელა.

დაცვის მხარის თქმით, მოსარჩელეს ქმედება მათთვის გაუგებარი იყო. 

"თუ დაობდა ედავა, თუ არა და  რატომ დაიწყო საქმე საერთოდ გაუგებარია. თვითონვე მიატოვა სხდომა. რამდენჯერმე ჰქონდა ამის მცდელობა. გადააფიქრებინეს კიდეც, მაგრამ  მაინც წავიდა პროცესიდან. ეს მისი გადასაწყვეტია. მოსამართლემ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე",- განაცხადა საპატრიარქოს ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ.

ორ ინსტანციაში საქმის წაგების მიუხედავად, დალი ბარაბაძე გაჩერებას არ აპირებს და სააპელაციოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

დალი ბარაბაძეს მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ ორი საქმე აქვს აღძრული. ერთი სარჩელით ის რადიო "ივერიიდან" გათავისუფლების შესახებ მეუფის განცხადების ბათილად ცნობას, ხოლო მეორე სარჩელით, მისი თქმით, სახელფასო დავალიანებისა და მეუფის მიერ მითვისებული თანხის, ჯამში 15 840 ლარის ანაზღაურებას ითხოვს.

დალი ბარაბაძეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ორივე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. 






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია,  თავად დანიშნოს
შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი
15:30 / 03.12.2021
„მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია,  თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი ", – განაცხადა წულუკიანმა დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტში მოსმენისას.
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს საკრებულოს
თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს.
15:20 / 03.12.2021
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.