ახალი ამბები
ნასამართლობის შესახებ ცნობას, შსს მომსახურების სააგენტოს გარდა, უკვე იუსტიციის სახლებიც გასცემენ
FaceBook
მიმდინარე წლის 3 მაისიდან მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გარდა, იუსტიციის სახლის 19 ფილიალში შეეძლებათ.

სიახლის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მსურველმა პირმა იუსტიციის სახლში ნასამართლობის ცნობის მისაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს, ცნობა კი განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა.

ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით აღების საფასური 1 სამუშაო დღეში - 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.

სამინისტროს ცნობით, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ფილიალებში ეტაპობრივად შსს-ს მომსახურების სააგენტოს სხვა სერვისებიც დაინერგება. მათ შორისაა, განმეორებითი მართვის მოწმობის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ და სხვა.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით
(Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
10:49 / 17.01.2025
საქართველოს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის
კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
10:21 / 17.01.2025
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.