ახალი ამბები
"ტორპედოს" გასხვისების გაჭიანურება პირადი ინტერესების არსებობის ეჭვს აჩენს" - თემურ ცამციშვილი
FaceBook
"ქუთაისის მერია ''ტორპედოს'' აუქციოზე გატანას აჭიანურებს''- ეს განცხადება ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ქუთაისი ორგანიზაციასი წევრმა, თემურ ცამციშვილმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, "ტორპედოს" ინვესტორი უკვე გამოუჩნდა, თუმცა,  ადგილობრივი თვითმმართველობა გუნდის გასხვისება ვერ ახერხებს.

ცამციშვილის განმარტავს, რომ საფეხბურთო კლუბის გასხვისება  პირადი ინტერესების გამო ფერხდება.

"ამ დრომდე რატომ ვერ მოხდა ქუთაისის ტორპედოს გასხვისება? ინვესტორს აქვს ინტერესი და ამ დროს ამ ინვესტიციაზე ამბობენ უარს.  ეს ლოგიკურად იწვევს პირადი ინტერესების არსებობის  ეჭვს. კლუბის გასხვისების შემთხვევაში, ქუთაისის მერიას 2 მილიონი ლარი გამოუთავისუფლდება. ამ თანხის მოხმარება კი ქალაქის საჭიროებებისთვის შეიძლება", - განაცხადა ბრიფინგზე გირჩის ქუთაისი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თემურ ცამციშვილმა.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვა ორშაბათს, 24 აპრილს მოვიდა, განსახილველად საკრებულოს უკვე გადაეცა და სავარაუდოდ, აუქციონის წესით გაიყიდება. დასკვნის მიხედვით, ტორპედო უძრავ - მოძრავით ქონებით დაახლოებით 15 მილიონ ლარად შეფასდა. მათი განმარტებით, დროში გაჭიანურება სწორედ ამ პროცედურებმა გამოიწვია.

ქუთაისის მერიამ "ტორპედოს" აუქციონზე გატანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასული წლის დეკემბრის თვეში ზაალ ჩაჩვამ კლუბი დატოვა.

არსებული ინფორმაციით, "ტორპედოს" ახალ ინვესტორსა და ქუთაისის მერიას შორის შეთანხმება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ვერ მოხდა.

ზაზა ჩაჩავა  საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტად 2016 წლის 23 ივნისს დაინიშნა.

კლუბში ახალი ინვესტორის მოსავლას ხმაურიანი პროცესები უძღოდა წინ.

"ტორპედო" ჯერ პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა, მოგვიანებით კი გუნდის კაპიტანმა და ორმა ფეხბურთელმა დატოვა.

კლუბის პრეზიდენტად ამ დრომდე რჩება ზაალ ჩაჩავა, თუმცა, ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ იგი კლუბის მენეჯმენტისგან აუქციონის დასრულებამდე დისტანცირებულია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.