ახალი ამბები
"მურღულია აგრძელებს ქუთაისის ბიძინაზე გადაფორმებას"
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენია სახლია" ქუთაისის ვიცე-მერის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ქალაქში არსებული პარკირების ადგილები მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას გადაეცეს.
"ევროპა ჩვენია სახლია"-ს წარმომადგენელი გია გოქაძე აცხადებს, რომ პარკირების პირველი აუქციონის გამოცხადების დღესვე ცნობილი ერთლოტიანი აუქციონი გაუბედურებულ ქუთაისში არავის დააინტერესებდა.
"დღეს უკვე გასაგებია რა ყოფილა ამგვარი მოდელის მოფიქრების მიზეზი. მერი მურღულია და მისი მოადგილეები ბევრს რისკავენ, მათდა სამწუხაროდ ყველაფერი ზედაპირზე დევს და საზოგადოება დღითი დღე რწმუნდება რომ ეს ჯგუფი კერძო პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლადაა მოსული. წინასწარ ცნობილია, რომ კიდევ ერთი საწარმო, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე გაიხსნება, ქართული ოცნების აქამდე დაუსაქმებელი აქტივისტებით იქნება დაკომპლექტებული. მურღულია აგრძელებს ქუთაისის ბიძინაზე გადაფორმებას, სანოტარო ბიურო მერიის შენობაა.
პარკირების საგზაო ნიშანს "P"-ს თუ შეცვლიან და "SH" -დ გადააკეთებენ უფრო ლოგიკური იქნება,"  -  აცხადებს გია ქოგაძე.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 274 პარკირების ადგილზე აუქციონი 10 წლიანი ვადით დღეს მესამედ გამოაცხადა, რომლის წლიური გასახდელი თანხა 660 ათას ლარს შეადგენს.
ქუთაისში პარკირებისთვის 274 ადგილიდან, 197 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეციალური ადგილები მოეწყობა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი მესამედაც ჩაიშლება, ქუთაისის მერია თავად დააფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც ქუთაისში პარკირების ორგანიზებას მოახდენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.