ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში პირველი სამეცნიერო პიკნიკი მოეწყო
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი გაიხსნა.




ღონისძიების ფარგლებში, სასწავლებლის ეზოში განთავსებულია 15 სპეციალური კარავი, სადაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებს საკუთარი ნამუშევრები, სწავლების მრავალფეროვნების შესაძლებლობი და ტექნიკა აქვთ წარმოდგენილი.

"პროექტის იდეა არის ახალგაზრდებში მეცნიერების პუპულარიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების სიკეთე გონებრივი და ინტელექტუალური პოტენციალია, ჩვენი ახალგაზრდები ასეთი მეცნიერების დარგებით ნაკლებად ინტერესდებიან. ჩვენი მიზანია მათი პოპულარიზაცია მოვახდინოთ," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.

ღონისძიებაში იმერეთის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

"ინფორმაცია გვქონდა ამ უნივერსიტეტზე. ჩვენ ჩამოვედით ზესტაფონიდან, საინტერესოა ყველაფერი, რაც აქ არის გამოფენილი," - განაცხადა ზესტაფონის კერძო სკოლა "ანაბასის" მოსწავლემ, ნია ღიბრაძემ.

სამეცნიერო პიკნიკის გახსნაში ქუთაისის მერიის, იმერეთის მხარის გუბერნიის და განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონიძიება მიმდინარე წლის 22 აპრილს დასრულდება.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.