ახალი ამბები
ქუთაისში მეზობლის სახლის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ბრალდებულს შსს ეძებს
FaceBook
ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, მიმდინარე წლის 17 აპრილს, მეზობლებს შორის მომხდარ ინცინდენტში ეჭვმიტანილის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც სავარაუდოდ მეზობლის ბუნა ხატოველის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით სამჯერ გაისროლა, უკვე დადგენილია.

"ცხელ კვალზე დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ სამინისტროში.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე  მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პუშკინის ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტს წინ მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც, ეჭვმიტანილმა, ხატოველებისგან მოითხოვა შეეწყვიტათ 18 წლის წინ მათი სახლის გაქურდვის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ბუნა ხატოველი დღემდე დარწმუნებულია, რომ ეჭვმიტანილი მისი ბინის გაქურდვის ერთ-ერთი თანამონაწილეა.

"აღარ უნდა დამანანებოთ თავიო, მითხრა. არ დავანებებ, სანამ, სიმართლე არ დადგინდება", - ამბობს ბუნა ხატოველი.

მისივე თქმით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ვითარების დაძაბვის თავიდან არიდების მიზნით, იგი ეზოში შევიდა. ცოტა ხანში კი ეჭვმიტანილი საკუთარი სახლისკენ გაიქცა, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა და ხატოველების სახლის მისამართით სამჯერ გაისროლა.

ხატოველების სახლის ჭიშკარს სამივე ტყვიის კვალი ეტყობა.

ბუნა ხატოველის განმარტებით, ინცინდენტის დროს მისი დედა, ნათელა ხატოველი სახლის აივანზე იმყოფებოდა.

"პირდაპირ დამიმიზნა, ჩემი მოკვლა უნდოდა. თან იძახდა, უნდა მოგკლათო. რომ ისროლა, უკან მოვიხედე, ჩემს შვილს ხომ არ მოხვდა ტყვიათქო. ბუნა ამ დროს უკვე პოლიციაში რეკავდა", - იხსენებს ნათელა ხატოველი.

ხატოველები ეჭვმიტანილისგან კვლავ თავდასხმას არ გამორიცხავენ, რის გამოც, თავდაცვის მიზნით იარაღის შეძენას და თავის სახელზე გაფორმებას გეგმავს ნათელა ხატოველი, ბუნა ხატოველს კი სწორედ ამ მიზნით უკვე სამი წელია რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი აქვს.

პუშკინის ქუჩაზე მცხოვრებლები განმარტავენ, რომ მეზობლებს შორის დავა 1999 წლიდან დღემდე გრძელდება. 2017 წლის 17 აპრილს მომხდარ ინცინდენტს კი მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.