ახალი ამბები
ქუთაისში ერთ-ერთი აფთიაქიდან 1 124 ვადაგასული მედიკამენტი ამოიღეს
FaceBook

ქუთაისში, ავტოქარხანაში, ჩხობაძის ქუჩის #11-ში მდებარე აფთიაქში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დარღვევები აღმოაჩინა.


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აფთიაქი შესაძლოა 6000 ლარით დააჯარიმოს.

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მიმდინარე წლის 6 აპრილს ჩხობაძის #11-ში მდებარე აფთიაქში შემოწმება ჩაატარა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აფთიაქში პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტები ურეცეპტოდ იყიდებოდა და დახლებზე ვადაგასული მედიკამენტები იყო განთავსებული.

სააგენტომ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ აფთიაქში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან 6 აპრილამდე 24 915 მედიკამენტი ურეცეპტოდ გაიყიდა. ასევე, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აფთიაქში იყიდებოდა ინსტრუქციით დადგენილი წესების დარღვევით შენახული და ვადაგასული მეტიკამენტები. ასეთი სულ 1124 ერთეული სამედიცინო პროდუქტი აღმოჩნდა, რომელიც აფთიაქს ჩამოერთვა და მისი კონფისკაცია განხორციელდა. რეგულირების სააგენტომ აფთიაქის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

აფთიაქში ურეცეპტოდ წამლების გაყიდვის ფაქტს უარყოფენ. თუმცა, ადგილზე მყოფი დაწესებულების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს რამდენიმე თვის წინ ყიდდნენ, მაგრამ მაშინ მხოლოდ რეცეპტით იყიდებოდა, ახლა კი საერთოდ არ აქვთ მსგავსი ტიპის მედიკამენტები.

„2-3 თვის წინ იყიდებოდა აქ წამლები, მაგრამ ვყიდდით მხოლოდ რეცეპტით, ახლა აღარ შემოგვიტანია“ - აცხადებენ აფთიაქში. ასევე ადასტურებენ, რომ ისინი რეგულირების სააგენტომ შეამოწმა, თუმცა მათი თქმით, იქ საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ.

„შეგიძლიათ არ შეგეშინდეთ. მოვიდნენ და შემამოწმეს, მაგრამ არაფერი ყოფილა. რომ ყოფილიყო, ხომ დამხურავდნენ,“ - აცხადებენ აფთიაქში.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დააჯარიმებს თუ არა ამ აფთიაქს 6 000 ლარით, ასევე სააგენტოს მიერ წარდგენილი საჩივრის მიხედვით აფთიაქის პასუხისმგებელ ფარმაცევტს, შესაძლოა, საქმიანობა აეკრძალოს.

„სასამართლოს გადასაწყვეტია დააჯარიმებს თუ არა აფთიაქს, ასევე პასუხიმგებელ ფარმაცევტს ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, ჩამოერთვას სამედიცინო საქმიანობის უფლება და პირველი ჯგუფის მედიკამენტების რეალიზაციის უფლება, ხოლო მეორე ჯგუფის მედიკამენტების რეალიზაციის უფლება 1 წლის ვადით შეუწყდეს“, - განაცხადა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმინობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა ნანა შაშიაშვილმა.

მისი თქმით, თუ აფთიაქში მსგავსი დარღვევები მომავალშიც დაფიქსირდება, ის შესაძლოა 12 000 ლარით დაჯარიმდეს, ხოლო ფაქტის მესამედ დაფისირება უკვე აფთიაქის დახურვას გამოიწვევს.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დადგენილი ნორმების მიხედვით, პირველი ჯგუფის მედიკამენტებში შედის ფსიქოტროპული და მათთან ლეგალური ბრუნვის თვალსაზრისით გათანაბრებული მედიკამენტები, ხოლო მეორე ჯგუფში არის სხვა დანარჩენი წამალი, რომელსაც ესაჭიროება რეცეპტი.

სამედიცინო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ კომპანიებს და დაწესებულებებს შესული შეტყობინების და სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე ამოწმებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 488 ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტი გამოავლინა. აქედან პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევის 113, ხოლო მეორე ჯგუფის მედიკამენტების უნებართვოდ გაყიდვის 161 ფაქტია.

2017 წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 148 ადმინისტრაციული ოქმი შეადგინა.

რაც შეეხება ფარმაცევტებს, ამ დროისთვის სააგენტოს მიერ სამედიცინო პროდუქტების რეალიზების უფლება 28 ფარმაცევტს აქვს შეწყვეტილი.


ჩხობაძის #11-ში მდებარე აფთიაქში ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ გაყიდვის ფაქტი პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ გააპროტესტა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.