ახალი ამბები
"ორმაისობის" დღესასწაულისთვის ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ყვავილებს რგავენ
FaceBook
"ორმაისობის", იგივე "გვირილობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ყვავილების დარგვა დაიწყო. სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, რომლებიც ბულვარში დაირგვება, დედაქალაქიდან და თურქეთიდან ჩამოიტანეს. 

ბულვარში ყვავილების დარგვას ქუთაისის მერიის შპს "ქალაქსერვისი" ახორციელებს.

"ყვავილები თურქეთიდანაა ჩამოტანილი" ,- ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში "ქალაქსერვისის" ხელმძღვანელი გურამ გიორგაძე.

ყვავილები უკვე დარგულია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და 9 აპრილის მემორიალთან, რომლებიც ქუთაისის ბოტანიკური ბაღიდან მოიტანეს.

"რაც ადრე დაირგო, ჩემგან წაიღეს, რომელთა ნაწილი ადგილზე გვყავდა გამოყვანილი, ნაწილი ჰოლანდიიდან და გეგუთიდან მოვიტანეთ. ახლა რაც ირგვება, ჩემი არ არის", - ამბობს ბოტანიკური ბაღის დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი. 

"ორმაისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით წელსაც ტრადიციულად მოეწყობა კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, თეატრალიზებული სანახაობები და გასართობი შოუ-პროგრამები.

ღონისძიებების ზუსტი  ჩამონათვალი ჯერჯერობით უცნობია. 

ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა ქუჩის სანახაობების ორგანიზებისთვის 14 700  ლარიანი და გალა-კონცერტისთვის გახმოვანების აპარატურის შესაძენად 18 000 ლარიანი ტენდერები.

ორივე ელექტრონულ შესყიდვაზე პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. 

ქუთაისქალაქობის ტრადიციული დღესასწაული ბოლო რამდენიმე წელია "გვირილობის" სახელით აღინიშნება. პირველად, გვირილობის თეატრალიზებული სანახაობა ქუთაისში 2008 წელს მოეწყო, თუმცა, ადგილობრივთა ინფორმაციით, გვირილობის, როგორც ქალაქის დღესასწაული, გასული საუკუნიდან აღინიშნება.

2017 წელს "გვირილობის" დღესასწაულისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 70 000 ლარია გათვალისწინებული. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.