ახალი ამბები
მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატი ქრისტეს გოლგოთას ასახავს (ფოტო)
FaceBook
იგი დაკარგულად ითვლებოდა და ჩიკაგოს ოპერის თეატრის ნესტიან სარდაფში იპოვეს.


ხელოვნების ეს ნიმუში მსოფლიოში ზომით უდიდესია. მისი სიგრძე 59 მეტრია, სიმაღლე 14 მეტრი (ადვილად რომ წარმოვიდგინოთ, 16-სართულიანი სახლის სიგრძის).

მისი დახატვა ჯენ სტიკამ, ფრანგ-პოლონელმა მხატვარმა (1858-1925) 1894 წელს დაიწყო თავდაპირველი სახელით "გოლგოთა".

მანამდე, შეკვეთის დაწყებამდე, იმოგზაურა იერუსალიმსა და რომში - ესკიზების მოსამზადებლად, - შეისწავლა ქრისტეს დროს როგორი იქნებოდა გოლგოთას პლატო. ის კი არადა, მისი პალიტრა აკურთხა მაშინდელმა რომის პაპმა - ლეო მეცამეტემ.

პირველად, ეს ნახატი ვარშავაში გამოიფინა 1897 წლის 22 ივნისს, და იმოგზაურა მთელს ევროპაში, ევროპის ყველა დიდ ქალაქში, სანამ 1904 წელს სანტ-ლუისის მსოფლიო გამოფენაზე მოხვდებოდა.

ნახატი ჩამორთმეულ იქნა - რადგან მხატვრის ამერიკელმა პარტნიორებმა არ გადაიხადეს საბაჟო გადასახადები და - ეს შედევრი დაიკარგა და დაკარგულად ითვლებოდა მთელი 40 წელიწადი.

1944 წელს იპოვეს და გაგიკვირდებათ, როგორ.

დახვეული იყო ტელეფონის რაღაც ბოძზე და საკმაოდ დაზიანებული, სიცოცხლეჩამქრალი, ლპებოდა ჩიკაგოს ოპერის ნესტიან სარდაფში.

ხოდა, ერთი ამერიკელი ბიზნესმენი, ჰუბერტ ითონი, ადგა და შეიძინა ეს ნახატი და მისი აღდგენა თავად მხატვრის ვაჟს, ასევე მხატვარს, ადამ სტიკას ანდო.

დღეს ეს ნახატი "ჯვარცმის" სახელითაა ცნობილი და ჰოლივუდში, ფორესტ ლოუნ სასაფლაოს მუზეუმშია მუდმივ ექსპოზიციად.

მისი მხატვარიც კი, ბიზნესმენმა 1959 წელს რომიდან შეერთებულ შტატებში გადმოასვენა და ახლა იქვე, უდიდეს მავზოლეუმშია დასვენებული ელიზაბეთ ტეილორის, მოქანდაკე ბორგლუმის და სხვათა გვერდით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.