ახალი ამბები
იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა აქტივობა დაბალია -TI-ის კვლევის შედეგები
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს" მიერ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში 2015-2016 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის განხორციელებაში  მოქალაქეთა მონაწილეობა დაბალია, ხოლო, ჩართვის მექანიზმები - არაეფექტური.
კვლევის ავტორთა თქმით, ის საშუალებები, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლებები თავიანთ ამომრჩევლებს თვითმმართველობის ეფექტურად განხორციელების მიზნით სთავაზობენ, ხშირ შემთხვევაში არც არის გამოყენებული, ხოლო კანონით განსაზღვრული ვალდებულები, რომლებსაც ახორიციელებენ მუნიციპალიტეტები, ნაკლებად ეფექტური.

კვლევის შედეგად პრობლემები ყველა მუნიციპალიტეტეში გამოიკვეთა. მაგალითად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭო არც კი არსებობს. უფრო მეტიც, თერჯოლის საკრებულოს საკუთარი მოსახლეობისთვის ანგარიშიც კი არ ჩაუბარებია. ამასთანავე, მათ არასამთავრობო ორგანიზციისთვის მოსახლეობასთან შეხვედრის არც ერთი დოკუმენტურად დადასტურებული ოქმი არ წარმოუდგენია.

კვლევის მიხედვით, საკუთარი ამომრჩევლებისთვის ანგარიში არ წარმოუდგენია არც საჩხერისა და ხარაგაულის საკრებულოებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში კი წელი გამგეობაშიც არ შეუჯამებიათ, რაც მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის უფებამოსილების შეჩერებით იყო გამოწვეული.

დაბალი აქტივობა  იკვეთება პეტიციების შედგენის დროსაც. საკვლევ პერიოდში, სოფლის, ქალაქის ან რაიონის მოსახლეობის საერთო პრობლემის შესახებ პეტიცია მხოლოდ ხონის მუნიცპალიტეტში შედგა.

რაც შეეხება ქუთაისს, კვლევის ავტორებმა პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად დარღვევებიც გამოავლინეს.

კვლევაში ნათქვამია, რომ ქუთაისის მერია საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლირებით, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თუმცა, პრობლემები არსებობს მრჩეველთა საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც მისი შექმნის დღიდან მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა, მაშინ, როცა მას კანონმდებლობით მსგავსი შეკრებების 3 თვეში ერთხელ გამართვის ვალდებულება აქვთ.

კვლევის ავტორები მექანიზმების არაეფექტურად მუშაობის მთავარ მიზეზად მოქალაქეთა ნაკლებ ინფორმირებულობას მიიჩნევენ.

"ერთია თვითონ მექანიზმები რამდენად ეფექტურია, მაგრამ მეორეა რამდენად არიან მოქალაქეები ინფორმირებული ამ მექანიზმების შესახებ",-ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეგიონალური კოორდინატორი, ლელა მოწონელიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველობებს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც სთავაზობს. კვლევის ავტორები მუნიცპალიტეტებს მეტი გამჭვირვალობობისკენ მოუწოდებს. მათ შორის, საუბარია ანგარიშის გასაჯაროებაზე მის ოფიციალურ წარდგენამდე, რაც მოსახლეობას მისი გაცნობის საშუალებას მისცემს. იურისტები, ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ გასვლით შეხვედრებზე ოქმის შედგენას და მოსახლეობის იმ კონკრეტული პრობლემის დაფიქსირება, რაც შეხვედრის მიზეზი გახდა.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
21 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა
12:15 / 21.09.2021
21 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა
საქართველოში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ დაიკლო.
12:00 / 21.09.2021
საქართველოში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ დაიკლო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.