ახალი ამბები
ჭიათურაში გარდაცვლილის ოჯახი საამქროში უსაფრთხოების შესაძლო დარღვევაზე საუბრობს
FaceBook
ჭიათურის მადანის გადამამუშავებელ საამქრო "ცოფ 2"- ში დაღუპული ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შესაძლოა საამქროში უსაფრთხოების წესები დაცული არ ყოფილიყო.

"არ ვიცით ზუსტად რა მოხდა. ინფორმაცია გვაქვს, რომ სიმაღლიდან გადმოვარდა და ამის შედეგად გარდაიცვალა. ხდება ხოლმე მსგავსი შემთხვევები და მთლად დაცული არ არის ალბათ უსაფრთხოების ზომები. ჯერ არ გადაგვიწყვეტია მივმართავთ თუ არა სასამართლოს", - აცხადებს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ოჯახის წევრი, მაკა ბიწაძე.

ჭიათურის გადამამუშავებელ საამქრო "ცოფ 2"- ში 11 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობენ ამავე საამქროში დასაქმებულები. ისინი მხოლოდ მომხდარს ადასტურებენ.

შემთხვევა, გუშინ, 11 აპრილს 21:00 საათზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მუშა ზეინკალი იყო და სამუშაობს ასრულებდა რა დროსაც მეექვსე სართულიდან გადმოვარდა.


შპს "ჯორჯიან მანგანეზი"ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ზაქარია ზალიკაშვილი ირწმუნება, რომ ობიექტში უსაფთხოების ნორმები დაცულია. ზაქარია ზალიკაშვილის თქმით, დაკრძალვის ხარჯებს კომპანია აანაზღაურებს.

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარებს, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.