ახალი ამბები
დევნილების 25 წლიანი ლოდინი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედით
FaceBook
ქუთაისში, გუმათის #2 სკოლა-პანსიონატის ყოფილ შენობაში შესახლებული დევნილები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობსებას ითხოვენ. მათ თავიანთი პრეტენზიები დღეს საპროტესტო აქციაზე გაახმოვანეს.
დევნილებს 25 წელია კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ. ამდენივე წელია მათ არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი. მათი თქმით, არსებული პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით განცხადება მუნიციპალიტეტში რამდენჯერმე ჰქონდათ დაწერილი. თუმცა, მათი თქმით, შედეგი დღემდე არ არის.

"განსაკუთრებით ზაფხულში გვაქვს ანტისანიტარიული მდგომარეობა, ბავშვები სულ ცუდად გვყავს ამის გამო", - ამბობს ნინო გელაშვილი.



გუმათის ყოფილ სკოლა პანსიონში ძირითადად ოჩამჩირედან და სოხუმიდან დევნილები ცხოვრობენ.

იქ არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა მთავრობას პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ.

"აქ არის მე-19 საუკუნის პირობები. არ არის გაზი და ადამიანებმა აბაზანა არ იციან რა არის. წარმოუდგენელია ასეთ სიტუაციაში ბავშვების გაზრდა", - ამბობს გოგი წულაია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს დასკვნის მიხედვით შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა მდგრადობის თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ცალკეულ ზონებში საჭიროა აღდგენითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის მიხედვით.

2015 წლის დასკვნაში, ასევე, წერია, რომ ვინაიდან შენობაში ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი და ასევე, არ არის გათბობისა და საცხოვრებელი პირობებისათვის ცალკეული სანიტარული მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა, მისი ექსპლუატაცია საცხოვრებელი დანიშნულებით ასეთ მდგომარეობაში არ არის მიზანშეწონილი.

ქუთაისის მერია დევნილებს თანადაფინასების პროექტში ჩართვას ურჩევს, რომლის მიხედვით 90% –მერიამ, 10% კი მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს.

დათანხმდებიან თუ არა ისინი მერიის შემოთავაზებას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ კორპუსში სხვა პრობლემებიც აქვთ, რომლის მოსაგვარებლად თანხები არ ჰყოფნით.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივ შტაბში განმარტავენ, რომ კორპუსისა და იქ მცხოვრებლების მდგომარეობას იცნობენ. მათი თქმით, მათივე შეამდგომლობით მოწვეულმა სამხარაულის ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ შენობა ნგრევადი არაა. 

"თუ სამხარაული დაასკვნიდა, რომ შენობა ნგრევადია, მაშინ ამ დევნილების განსახლება მოხდებოდა ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე. მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ იქ ცუდი საცხოვრებელი პირობებია, ყველა ოჯახზე სამ–სამი ქულა იქნა გათვალისწინებული", – ამბობს სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსისის მოადგილე, გიორგი ქორიძე. 

მისივე თმით, ქუთაისში, სავარაუდოდ, მაისი – ივნისის თვეში 400–მდე ბინა ბარდება შერვაშიძის ქუჩაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე და სასტუმრო "თბილისის" წინ აშენდება, სადაც ბინის მიღების შანსი გუმათის #2 სკოლა-პანსიონატის ყოფილ შენობაში შესახლებულ დევნილთა, დაახლოებით, 20 ოჯახს აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.