ახალი ამბები
ქუთაისის მერია ფარდებისა და ხალიჩების გარეცხვაზე ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, მერიის შენობაში არსებული ფარდებისა და ხალიჩების ორთქლით წმენდა-დეზინფექციის ჩასატარებლად ტენდერს აცხადებს. 1 488 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე (SPA170005197)  წინადადების მიღება 5 აპრილის დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.

150 ცალი ხალიჩა, 11 ცალი ფარდა, 80 ცალი ნეილონის ფარდა და ერთი კომპელქტი ტყავის სამეული - ამ ნივთების გარეცხვა- დეზინფექცია უნდა უზრუნველყოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხალიჩებისა და სამეულის ორთქლით წმენდისა და დეზინფექციის მომსახურება განახორციელოს მერიის და სტრუქტურული ერთეულების ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო ფარდების რეცხვისა და ორთქლით წმენდა-დეზინფექციისთვის განახორციელოს ფარდების მოხსნა, ტრანსპორტირება, დარეცხვა-დასუფთავება და დამაგრება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.