ახალი ამბები
სოფელ მაღლაკში გარე განათებები 2017 წელს არ დამონტაჟება
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ე.წ. ჟორჟოლიანების უბანში გარე განათება ამ დრომდე არ დამონტაჟებულა. ამ უბანის მცხოვრებელები გარე განათების მოწყობას გასულ წელს აქციის ფონზე ითხოვდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს არც გზა და არც წყალია გაყვანილი, პირველ რიგში მოვითხოვთ, ქუჩაში გარე განათება დაგვიმონტაჟონ, რადგან ბავშვები წვიმის დროს სკოლაში ვერ მიდიან. ასევე, ღამე მანქანით გადაადგილება თითქმის, შეუძლებელია" - აცხადებენ, მაღლაკის მე-20 უბნის მცხოვრებლები. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში გარე განათების ბოძები 20 კილომეტრზე არის დამონტაჟებული.

სოფელ მაღლაკში წყალტუბოს გამგებლის წარმომადგნელის, თენგიზ ნიჟარაძის თქმით, ჟორჟოლიანები უბანში გარე განათებების დამონტაჟებას უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

"ჟორჟოლიანების უბანი კი არა, კიდევ 70 კილომეტრი არის გასაკეთებელი. რაც, რა თქმა უნდა, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მთავარია სოფლის მთავარ გზაზე არის განათებები, მაგრამ ამ ხალხს ახლა აკვიატება აქვთ, რომ სხვის ჭიშკართან არის და ჩემ ჭიშკართან არ არის განათებაო", - ამბობს მაღლაკის სოფლის წარმომადგენელი, თენგის ნიჟარაძე.

მის თქმით, სამუშაობი სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, პროგრამა უკვე დაიხურა და განათებების მონტაჟიც შეწყდა.

"5 წელი არსებობდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ამ დროის განმავლობაში გარკვეული უბნების 2-3 კილომეტრზე გაკეთდა განათება, მაგრამ დამთავრდა პროგრამა. ერთ კილომეტრზე განათების დამონტაჟებას დაახლოებით 10 000 ლარი მაინც სჭირდება და ცენტრალური ბიუჯეტში ახლა ეს თანხები არ მოიძებნება", - ამბობს, თენგიზ ნიჟარაზე.

სოფელს მაღლაკის გამგებლის წარმომადგენლის თქმით, მათთვის პრიორიტეტი სოფელში არსებული გზების მოწესრიგებაა.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა", რომელიც 3 500 სოფელზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ნაწილდებოდა, შეჩერებულია. რეგიონალური განვითარების სამინისტრომ პროგრამის გაგრძელებაზე უარი პროექტების განხორციელების ვადების გაჭიანურების მოტივით თქვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.