ახალი ამბები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მერიამ სერთიფიკატებით დააჯილდოვა
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ადმინისტრაციული ხარჯები, გაცემული პრემიები, მერის სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხები - ეს ის საკითხებია, რომელიც შეხვედრაზე წარმოადგინეს.

გარდა ამისა, სამსახურის უფროსმა მათ დაქვემდებრებაში მყოფი 5 განყოფილების მუშაობის შედეგებზეც ისაუბრა.

"საკმაოდ კარგად იმუშავა სამსახურმა. დაიხვეწა პროგრამები, კომუნიკაციები. ამის ნათელი მაგალითია, რომ გასულ წელს ქუთაისის მერიამ მიიღო ISO სერთიფიკატი," -  განაცხადა სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ.

ქუთაისის მერის განცხადებით კი ანგარიშის პრეზენტაცია მერიის მიმართ გაჟღერებული ცილისწამებების უარყოფას ემსახურება.

"ეს ემსახურება ერთი მხრივ საჯაროობის პრინციპს და მეორე მხრივ, იმ ბევრი ცილისწამების უარყოფას, რომელიც რეალურად არ არსებობს და რატომღაც ბევრი ადამიანი თუ ორგანიზაცია იყენებს მერიის წინააღმდეგ, რათა მოახდინოს მერიის დისკრედიტაცია," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

გასული წლის საქმიანობის ანგარიში ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა მათ შესახებ მომზადებული კლიპით და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა დაჯილდოებით დაასრულა.

NGO სექტორს სერთიფიკატები მერიასთან თანამშრომლობისთვის გადაეცა.


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
28 თებერვლის მასშტაბური პროტესტისა და ადგილობრივების
ულტიმატუმის ფონზე, რიონის ხეობაში კომპანია
14:14 / 01.03.2021
28 თებერვლის მასშტაბური პროტესტისა და ადგილობრივების ულტიმატუმის ფონზე, რიონის ხეობაში კომპანია "ენკა"  სამუშაოებს აგრძელებს.
1-ელი მარტიდან საბავშვო ბაღებში
სასწავლო პროცესი განახლდა. ქუთაისში ბაღებში რეგისტრირებული 8 500
ბავშვიდან მხოლოდ 2 471 მივიდა.
13:51 / 01.03.2021
1-ელი მარტიდან საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. ქუთაისში ბაღებში რეგისტრირებული 8 500 ბავშვიდან მხოლოდ 2 471 მივიდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.