ახალი ამბები
ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან - ოთხი ელემენტის გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დიდ დარბაზში გამოფენა გაიმართა ეკოლოგიის თემაზე.

გამოფენა სახელწოდებით "ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან", ბუნების სტიქიებთან ერთად ეკოლოგიისა და გარემოსდაცვით საკითხებს მოიცავს. იგი გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით განხორციელდა.

"ეკოგამოფენა მოიცავს ოთხ ელემენტს: წყალს, ცეცხლს, მიწას და ჰაერს. თითოეული ელემენტისთვის ცალ-ცალკე საგამოფენო პავილიონია გამოყოფილი, სადაც ასახულია ყოველი სტიქიის მნიშვნელობა და სარგებელი. გამოფენის მიზანია ის, რომ გარემოსდაცვითი სწავლების პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებს გასცდეს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე  მოსწავლეების ცნობიერება ამაღლდეს, როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებში", - აღნიშნა გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელმა, გაკვეთილის ექსპერტმა აიკე პოკრანდტმა.

გამოფენა სკოლის დარბაზს ერთი თვის განმავლობაში დაიკავებს, სადაც ჩატარდება გაკვეთილები.

ამ საგამოფენო სივრცეში გაკვეთილების ჩატარების საშუალება ექნება ნებისმიერ გერმანულენოვან სკოლას იმერეთის რეგიონიდან, რადგან გოეთეს ინსტიტუტის მიერ წარამოდგენილი სავარჯიშები ეკოლოგიის თემაზე, გერმანულ ენაზე გახლავთ.

აღნიშნული გამოფენა გერმანიიდან საქართველოში პირველად ჩამოვიდა.

იგი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში ჩატარდა.

გამოფენის გახსნას სხვა სტუმრებთან ერთად ქალაქის მერიც დაესწრო.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის
მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, შესაძლოა,
მინისტრები დაიბარონ.
16:11 / 02.03.2021
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, შესაძლოა, მინისტრები დაიბარონ.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა
ლომინაძე, ნამახვენჰესის მშენებლობას, ადგილობრივების ოთხთვიანი
პროტესტის შემდეგ ეხმაურება.  
14:44 / 02.03.2021
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ნამახვენჰესის მშენებლობას, ადგილობრივების ოთხთვიანი პროტესტის შემდეგ ეხმაურება.  

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.