ახალი ამბები
ქუთაისში ძაღლების მასობრივი დახოცვა იგეგმება - ცხოველთა დაცვის ფედერაცია
FaceBook
ქუთაისში ძაღლების მასობრივი დახოცვა იგეგმება - ამის შესახებ მედიისთის გამართულ ბრიფინგზე ცხოველთა დაცვის ფედერაციის წამომადგენლებმა  განაცხადეს.
თემურ ლაჭყებიანი ამბობს, რომ ააიპ სპეციალურმა სერვისებმა 20 კგ ინგლისური მარილი გამოიწერა. ამ რაოდენობის შენაძენი კი მათთვის ეჭვს იწვევს, რომ ძაღლების ევთანაზია იგეგმება.

ცხოველთა უფლებების დამცველები კიდევ ერთ ბრალდებას უყენებენ "სპეციალურ სერვისების"  წარმომადგენლებს და ამბობენ, რომ სანარკოზე საშუალებები შეძენილი არ არის, რის გამოც ძაღლები ოპერაციების დროს ტკივილს განიცდიან. ცხოველთა დაცვის ფედერაცია მონიტორინგის უფლებას ითხოვს, რისი საშუალებაც მათი თქმით, სპეციალური სერვისების ადმინისტრაციამ არ მისცა. 

ცხოველთა დაცვის ფედერაციის ბრალდებებს უარყოფს ააიპ "სპეციალურ სერვისების" დირექტორი. გელა გაგუას თქმით, 20 კგ მარილი არა მხოლოდ ძაღლებისთვის, მსხვილფეხა საქონლისთვის შეიძინეს. რაც შეეხება, ნარკოზის გარეშე ოპერაციების გაკეთებას, გაგუა კატეგორიულად გამორიცხავს და უარყოფს ამ ბრალდებასაც.
"ცხოველთა თავშესაფარში მსხვილფეხა პირუტყვიც გვყავს. ინგლისური მარილი კი ფაღარათის შემთხვევაში გამოიყენება. თუ ძაღლების შემთხვევაში 20 გრამი შეიძლება გამოვიყენოთ, მსხვილფეხა პირუტყვზე მათი წონის მიხედვით განისაზღვრება. შეიძლება ერთ მიღებაზე კილოგრამიც დაგვჭირდეს", - განმარტავს ვეტექიმი რობერტ გოდოლაძე. 
უპატრონო ცხოველთა მუნიციპალური  თავშესაფარი  მიმდინარე წლის 18 მარტს გაიხსნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.