ახალი ამბები
" მამა-შვილს ხანდახან ჰქონდა უთანხმოება" - რას ჰყვებიან ვანში მომხდარ მკვლელობაზე
FaceBook
ვანში, სოფელ ზეინდარში მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა ამბობს, რომ უბედური შემთხვევა სიტყვიერი შეურაცხყოფის ნიადაგზე მოხდა.

"ჩემს შვილს ცალი თვალი არ აქვს, ჯარში დაკარგა. ის სულ დასცინოდა ამაზე და ამდენი ვეღარ მოითმინა," - ამბობს დაკავებულის დედა.

მეზობლების თქმით, კი მამა-შვილს შორის კონფლიქტი ადრეც ხდებოდა, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არასდროს მოსვლიათ.

"ყველასთვის დამხმარე და უზომოდ მშრომელი მამა-შვილი იყვნენ. ეს მათ ოჯახსაც ეტყობა. მამა-შვილს ხანდახან ჰქონდა უთანხმოება, მით უმეტეს სოფელში, როცა ხშირადაა დალევა. არ ვიცი ის როგორ აიტანს ციხეს, წუხდებოდა და სასწრაფოსაც ხშირად იძახებდნენ ხოლმე," - ამბობს დაკავებულის მეზობელი, აზა ბაჯაძე.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში 50 წლამდე შვილმა 80 წლის ასაკის მამა სანადირო თოფით მოკლა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 17 მარტს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
მათივე ცნობით, ამოღებულია დანაშაულის ირაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე
შეზღუდვებია.
11:05 / 16.12.2025
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 დეკემბერს,
საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს
უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
10:00 / 16.12.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 დეკემბერს, საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.