ახალი ამბები
„ავტობუსების მიერ გრაფიკი სრულად ირღვევა“ –ქუთაისში ტრანსპორტი ახალი გრაფიკით იმოძრავებს
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, საქალაქო ტრანსპორტის გადამზიდავ კომპანიებთან მოძრაობის ახალ გრაფიკზე შეთანხმება მიმდინარეობს. ქალაქის მერს შენიშვნები განსაკუთრებით ავტობუსების მიმართ აქვს, რომლებიც მისი თქმით, არსებულ გრაფიკს არღვევენ.

"ავტობუსების მიერ სრულად ირღვევა დღეს არსებული გრაფიკი. ქალაქში პიკის საათი არის სკოლის დაწყება და დამთავრება, ამიტომ ის გრაფიკები რომელიც ძველი იყო, არ გამოდგება.  ქალაქში მგზავრი გადაუყვანელი არ რჩება,  თუმცა, ავტობუსები ხანდახან  არ მუშაობენ და მგზავრს 10 თეთრით მეტის გადახდა უწევს იმისთვის,  რომ სახლში წავიდეს. არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს 10 თეთრი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ იმასაც ვუყურებთ, რომ არსებული გრაფიკი ისეთია, რომ 70 თეთრიც რომ გახდეს ტრანსპორტი, იმ გრაფიკს ვერ დაიცავენ, მაინც წაგებაზე წავლენ. ამიტომ, ვეუბნებით გადამზიდავებს, რომ დავთვალოთ და გავაკეთოთ ახალი გრაფიკი, რადგან თვლადია ეს ყველაფერი", – ამბობს შოთა მურღულია.

მისივე თქმით, მგზავრობის ტარიფის მომატების შემთხვევაში, ღირებულების 10 თეთრზე მეტით გაზრდა არ განიხილება.

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს გაიფიცნენ.



ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში

"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის სანქციებზე
"ველოდებით პროცედურებს" - ქუთაისში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი 1 აპრილიდან გაძვირდეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.