ახალი ამბები
რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული შტატები ქუთაისის ააიპებში
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ააიპ დაწესებულებებში  რეორგანიზაციის შედეგად 14 შტატი გაუქმდა.
რეორგანიზაციის პროცესი მერიას დაქვემდებარებულ 3 ააიპ დაწესებულებას შეეხო.

ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 11 შტატი გაუქმდა ააიპ ბოტანიკურ ბაღში, მათ შორის,  გაუქმებას დაექვემდებარა სპეციალისტის 4 შტატი.

ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში 2016 წლის 15 აპრილს გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დირექტორის მოადგილის, დირექტორის პირველი მოადგილის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის პოსტი.  თუმცა, 3 შტატის გაუქმების პარალელურად ააიპს დაემატა ორი შტატი– სასწავლო პროცესისა და მეთოდური დარგის კოორდინატორისა და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოსტები. ჯამში, ადმინისტრაციის საშტატო რაოდენობამ 22 შეადგინა.

რეორგანიზაცია შეეხო ააიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასაც. თუმცა, აქ არც ერთი შტატი არ გაუქმებულა. 2016 წლის თებერვალ–მარტში ტესტირება გაიარა 9 საშტატო პოზიციაზე დასაქმებულმა თანამშრომლებმა, თუმცა, მათგან პოსტი მხოლოდ ერთმა თანამშრომელმა–დირექტორის მოადგილემ საორგანიზაციო მუშაობის დარგში ნინო ძოწენიძემ დატოვა, რომელიც ამავე პოზიციაზე მაია კანდელაძემ ჩაანაცვლა.

ჯამში, ზემოთაღნიშნული ააიპ დაწესებულებები 13–მა ადამიანმა დატოვა.

საშტატო  ცვლილებების პარალელურად, ააიპების უმეტესობას მიმდინარე წელს ბიუჯეტიც შეუმცირდა.

რაც შეეხება ქუთაისის მერიას, ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის 13 იანვარს გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი დასრულებული არ არის.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, რეორგანიზაცია ადგილობრივ თვითმმართველობაში ააიპ დაწესებულებების ჩათვლით  40–დან 50–მდე ადამიანს შეეხება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.