ახალი ამბები
ქუთაისში ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე მოაჯირების და ტროტუარის მოწყობა იგეგმება
FaceBook
ქუთაისში ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე მოაჯირების და დეკორატიული ტროტუარის მოწყობა იგეგმება.
სამუშაოების შესრულებისთვის ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 15 მარტს ახალი მოაჯირების მონტაჟისთვის 76 202 (SPA170004282), ხოლო ტროტუარების მოწყობისთვის 140 945 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170004281) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვაზე გამარჯვებულმა კომპანიებმა, ქუთაისში დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე დაზიანებული მოაჯირების დემონტაჟი და ახლი, ლითონის მოაჯირების და ბეტონის ტროტუარის მონტაჟი უნდა განახორციელონ.

კომპანიებმა აღნიშნული სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა უზრუნველყოს.

ქუთაისში ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე მოაჯირების და ტროტუარის მოწყობის სახელმწიფო შესყიდვაში წინადადების მიღების ვადა 2017 წლის 4 აპრილს იწურება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.