ახალი ამბები
ქუთაისის მერი საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებთან შეხვედრას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერი, შოთა მურღულია საქალაქო ტრანსპორტის  მძღოლების ნაწილთან შეხვედრას გეგმავს.  ამის შესახებ მან ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტა. მისი თქმით, ის უკვე შეხვდა მძღოლების ნაწილს. თუმცა, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს უცნობია.  

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს, დილიდან, გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვდნენ.

გაფიცვის პირველ დღეს, ქუთაისში, წითელ ხიდთან, შეკრებილ მძღოლებს, ქუთაისის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მაშინ ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ და მერიის ტრასპორტის განყოფილების უფროსმა, ირაკლი ცხვედიანმა მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს.

საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, თუმცა  ჯგუფის წევრებისა და მერიის წარმოამდგენლების დაახლოებით 2 საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა.  გაფიცვის მეორე დღეს კი, მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 0.10 ლარით  თვითნებურად გაზარდეს, რასაც მერიის მხრიდან სამარშუტო ხაზის მფლობელების დაჯარიმება მოჰყვა. 
მძღოლების განმარტებით, მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ ქალაქის მერის (რომელიც მძღოლების გაფიცვის მომენტში ქვეყანაში არ იმყოფებოდა) ჩამოსვლას დალოდებოდნენ. 


ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.