ახალი ამბები
"მოძალადეთა ჯგუფი დაკავებულია, სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას"
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრტიული საქართველოს" წარმომადგენლები  ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"ვგმობთ 11 და 12 მარტს ბათუმში მომხდარ ვანდალურ ქმედებებს, რომლითაც აქციის მონაწილე აგრესიულმა ჯგუფებმა დაზიანება მიაყენეს მშვიდობიან მოქალაქეებს, პოლიციელებს, ასევე სახელმწიფო და კერძო საკუთრებას.მთავრობა არსებულ ვითარებას მიუდგა მაღალი პასუხისმგებლობით, თავიდან აიცილა ვითარების გამწვავება და გამოიყენა პროპორციული ზომა, რის შედეგადაც ბათუმში, პოლიციამ რამდენიმე საათში აღკვეთა ძალადობა და აღადგინა საზოგადოებრივი წესრიგი.

მოძალადეთა ჯგუფი დაკავებულია. სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას და კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში. ასევე, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა გამოეყენებინა, ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო მიმდინარე მოვლენებს.

როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს მტრები და "ნაციონალური მოძრაობის"  რადიკალურად განწყობილი ლიდერები არეულობის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, ეს აღარასდროს მოხდება.

აჭარის მოსახლეობასთან და მთავრობასთან ერთად, ჩვენ დავიცავთ სიმშვიდეს და გავაგრძელებთ განვითარებას. ქალაქი მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და დაზარალებულები მიიღებენ სათანადო მხარდაჭერას ხელისუფლებისგან", - ნათქვამია განცხდებაში. 


ბათუმში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 მარტს დღისით პოლიციამ ბათუმში არასწორი პარკირებისთვის ერთი მოქალაქე დააჯარიმა, რომელმაც თვითხმილევების თქმით, ამის შემდეგ პოლიციელების მისამართით შეიგინა. ამის შემდეგ პოლიციამ დაჯარიმებული შვილი და მისი მამა დააკავა და დაკავებისას, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო პოლიციის წინააღმდეგ ბათუმში ორ ადგილას – "ბათუმი პლაზას" და პოლიციის შენობასთან. ორივე აქცია მოკლე ხანში გახდა ძალიან ხალხმრავალი.

ორივე აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქციამ პოლიციის შენობასთან ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას, რადგაც "აჭარლებს თათრები უწოდა". თავად გორიდან არის ჩამოსულიო-, მიუთითებდნენ აქციის მონაწილეები. თუმცა "ბათუმელებთან" საუბარში აქციის მონაწილეები ვერ აკონკრეტებდნენ სად გამოიყენა პოლიციის უფროსმა ასეთი ტერმინები.

შუაღამისას ბათუმში დაკავებულები გაათავისუფლეს, თუმცა აქციის მონაწილეები ამის შემდეგაც წვავდნენ ავტომანქანებს და ისროდნენ ქვებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში
გარკვეული პრობლემები შექმნა.
16:05 / 13.12.2024
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.