ახალი ამბები
პარლამენტმა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა
FaceBook
მიმდინარე წლის 10 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საგზაო უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებები, პარლამენტმა 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ახალი კანონი, რომელიც 2017 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება, უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრირება ისეთ დარღვევებზე გამკაცრდება, როგორიცაა, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა დარღვევა.

ასევე, ცვლილება მართვის 100 ქულიანი სისტემის დანერგვას გულისხმობს. მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში მძღოლი დაკარგავს ქულებსაც. ამასთანავე, ნასვამ მძღოლებს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევათ.

დოკუმენეტის მიხედვით, ე.წ. უკონტაქტო პატრულირების დანერგვაც მოხდება. უკონტაქტო პატრულირება ნიშნავს, რომ შსს–ს ავტომანქანები ქვეყნის ქუჩებში ამოსაცნობი ნიშნის გარეშე იმოძრავებენ. ისინი აღჭურვილნი იქნებიან ფოტო და ვიდეოტექნიკური საშუალებებითა და სიჩქარის განმსაზღვრელი არასტაციონარული მოწყობილობით.

კანონპროექტს დადებითად აფასებენ ინიციატივას საგზაო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"უტიფარი მძღოლებისთვის ეს სიახლე ცივი შხაპის მიღების ტოლფასი იქნება", – ასე აფასებს ახალ ინიციატივას "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" პრეზიდენტი, შალვა ობგაიძე.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.