ახალი ამბები
"მაკოდნალდსი" თუ არ იქნა ქალაქში, ის რა ქალაქია? - ქუთაისის ყოფილი მერი
FaceBook
"თქვენ ქალაქს როგორ უყურებთ? "მაკოდნალდსი" თუ არ იქნა ქალაქში, ის რა ქალაქია? მაშინ იქნება დაბა. ცუდია ეს?"- ასე აფასებს ქუთაისიპოსტთან საუბარში ქალაქის ყოფილი მერი, ნუგზარ შამუგია  "მაკდონალდსის" რესტორნების მშენებლობას.  
ქუთაისის მერიასა და  შპს "თ და კ რესტორნებს" შორის დადებულ პირველ ხელშეკრულებას სწორედ ნუგზარ შამუგია აწერს ხელს.
ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს, "მაკდონალდსის" პირველი რესტორნის ასაშენებლად ბევრი იბრძოლეს, რადგან კომპანიას  ქუთაისში შემოსვლა არ უნდოდა.

"იცით, მაგათ შემოყვანაზე რამდენი ბრძოლა დაგვჭირდა? არ უნდოდათ შემოსვლა, ვერ ვიმუშვებთო. მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და რა, ქალაქში არ უნდა ყოფილიყო?" - ამბობს ნუგზარ შამუგია.

ის, ასევე 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ კომპანიის ვალდებულებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მასში ბუნდოვანს ვერაფერს ხედავს.

"ბუნდოვანს მანდ ვერაფერს ვერ ვუყურებ. მე წამოვედი და შეიძლება კიდეც გაკეთდა, არ ვიცი ნახეთ და შეამოწმეთ," - აღნიშნავს ნუგზა შამუგია.

ქუთაისის მერიასა და "მაკდონალდსს" შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც ხელს ნუგზარ შამუგია აწერს, კომპანიას 6 პუნქტის შესრულებას ავალდებულებდა. თუმცა, ყველა მათგანი ბუნდოვანია.

მაგალითად, დოკუმენტში დაზუსტებული არაა თუ სად უნდა მოეწყო საბავშვო ცენტრი და მინი -პარკი ან ქუჩების მანიშნებლები, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით უნდა განეხორციელებინა. ამათ გარდა, კომპანიას ტერიტორიის კეთილმოწყობა, "მაკდონალდსის" რესტორნის მშენებლობა, უსახლკაროთა ბინებისთვის შეძენის მიზნით მერიისთვის 20 000 ლარის გადახდა და 1 700 000 ლარამდე ინვესტიციის განხორცილება 30 თვეში დაევალა. თუმცა, მისი შესრულება მხოლოდ 45 თვეში შეძლო.

შესრულა თუ არა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულბები და რა ვადებში განახორციელა ეს, ასევე რას ამბობენ "მაკდონალდსში" მათ შესახებ, ნახეთ სტატია ქუთაისიპოსტზე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.