ახალი ამბები
„წაშლილი“ ზებრა ქუთაისში – გადასასვლელების განახლება 20 მარტიდან დაიწყება
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა უბანში საღებავგადასული გადასასვლელების განახლება მიმდინარე წლის 20 მარტიდან დაიწყება.
ქალაქში ქვეითთა გადასასვლელის მოწყობას ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს.
ორგანიზაციის დირექტორის, გელა გაგუას თქმით, უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაობი.

"დღეს ყოფილი გორის ქუჩა გადავრეცხეთ, რადგან მტვერი არ იკარებს საღებავს. ასევ მოხდება ყველა ქუჩის გაწმენდა. შემდეგ უკვე დავიწყებთ შეღებვას. როგორც კი 18 გრადუსს მიაღწევს ტემპერატურა, უკვე შეგვეძლება შეღებვა", – ამბობს გელა გაგუა. გარდა არსებული გადასასვლელებისა, საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ქალაქში კიდევ რამდენიმე გადასასვლელის მოწყობა იგეგმება.

ქალაქში ფეხით მოსიაურლეთა გადასასვლელების განახლება და ახლის დახაზვა შემოდგომის ჩათვლით გაგრძელდება.

გელა გაგუას თქმით, სამსახური ამ ვადაში ქალაქში არსებული ყველა გადასასვლელის მოწესრიგებას მოასწრებს.

ქალაქში ამ დროსითვის 130-ზე მეტი ზებრა-გადასასვლელია. მათი უმეტესი ნაწილი საღებავგადასულია.

გელა გაგუას თქმით, ძველის აღდგენისა და ახალი გადასასვლელების დასახაზად საჭირო საღებავის მარაგი აქვთ და ახლის შეძენა საჭირო არ იქნება.

"სპეციალურმა სერვისებმა" საღებავები შეძენაზე სახელმწიფო შესყიდვა 2016 წელს ორჯერ განახორციელა.

ტენდერის გზით (SPA160009890) საღებავები პირველად გასული წლის მარტში შეიძინეს. 50 000 ლარის ღირებულების ელეტრონული შესყიდვით ოთხი კომპანია შპს "ალიგატორი 1", "გზაჯვარედინი", შპს "პატრიოტი-2006" და შპს "ჯორჯიანპაინტკოატინგ" დაინტერესდა.

შემსყიდველ ორგანიზაციას ოთხი კომპანიიდან ყველაზე ნაკლები თანხა, 26 000 ლარი "პატრიოტი-2006"–მა შესთავაზა. ამ კომპანიაზე ერთი ლარით ნაკლები, 25 999 ლარი მოითხოვა შპს "ჯორჯიანპაინტკოატინგმა", რომელთანაც "სპეციალურმა სერვისებმა", 2016 წლის აპრილში ხელშეკრულება გააფორმა.
ტენდერში გამარჯვებულს საგზაო მარკირების 5000 კგ თეთრი, 1000 კგ წითელი და 100 კგ ვერცხლისფერი საღებავის, 1000 კგ შუქის ამრეკლი მინის ბურთულებისა და 500 კგ საღებავის გამხსნელის მოწოდება დაევალა.

საღებავების შეძენაზე მეორე, 20 500 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA160018034) "სპეციალურმა სერვისებმა" სამი თვის შემდეგ, 2016 წლის ივნისში გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ შპს "ჯორჯიანპაინტკოატინგმა" მიიღო, რომელმაც პირველ შემთხვევაში კონკურენტი კომპანია ერთი ლარით დაამარცხა.

მასთან ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" ხელშეკრულება 17 100 ლარზე გააფორმა.

ამ თანხის თანხის სანაცვლოდ, კომპანიამ საგზაო მარკირების 2000 კგ თეთრი , 300 კგ ვერცხლისფერი საღებავი და 1000 კგ შუქის ამრეკლი მინის ბურთულა შეიძინა.

"გაანგარიშებული გვაქვს ყველაფერი. მაგალითად, 1 კვ.მ-ის გზის დახაზვა 8,18 ლარი ჯდება," - ამბობს ააიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორი, გელა გაგუა.

მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში მითითებულია საღებავების ფიზიკური მახასიათებლები, თუმცა მწარმოებელი ქვეყანა მითითებული არაა.
შპს "ჯორჯიანპაინტკოატინგმა" კი "სპეციალურ სერვისებს" რუსული წარმოშობის საღებავები შეუძინა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საღებავის ხარისხი ე.წ. ზებრა-გადასასვლელის დატვირთვაზეა დამოკიდებული. "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელის თქმით, ის მილიონი საბურავის გადასვლაზეა გათვლილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.