ახალი ამბები
ე.წ. "კანონიერი ქურდის" სახელით ფულის გამოძალვის ბრალდებით შსს-მ სამი პირი დააკავა
FaceBook
ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. "კანონიერი ქურდის" სახელით, "ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ,
თანხის გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის დროულად მიტანას სთხოვდნენ. ამასთან, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილ თანხას ელოდებოდა აღნიშნული ე.წ. "კანონიერი ქურდი", რომლის მეშვეობით ფულის ნაწილი ე.წ. "ქურდულ საერთოში" უნდა შესულიყო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების შემდეგ, 23 600 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს.

შსს კრიმინალური ავტორიტეტისა და დაზარალებულის აუდიოჩანაწერსაც ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვას გულისხმობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.