ახალი ამბები
ქუთაისში ისტორიული შენობის დერეფანი მესაკუთრემ თვითნებურად გადაღება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ნაგებობის დერეფანი მესაკუთრემ ნებართვის გარეშე, თვითნებურად გადაღება.

საუბარია, წერეთლის ქუჩაზე არსებულ ე.წ ყოფილი "დეკის ბაღის" შენობის დერეფანზე.

მისი მესაკუთრე, ბადრი ბუხაიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ სარემონტო სამუშაოებს რამდენიმე ხანია აწარმოებს და ამისთვის ნებართვა არ ჭირდებოდა.

"ნებართვა არ მქონია მერიიდან, რატომ უნდა მქონოდა.  აქ ვინ შემოვიდოდა, რას გავდა აქაურობა. კედლები იყო დაზიანებული წარწერებით და სახურავიდან ჩამოსული წყალით," - ამბობს ბადრი ბუხაიძე და განმარტავს, რომ შენობის ნაწილი, მათ შორის დერეფანიც, 2000 წლიდან მის საკუთრებას წარმოადგენს.

"როცა გაკეთდა, მაშინ დაინტერესდა ყველა და მანამდე არავინ გამოჩენილა," -  განმარტავენ ადგილობრივები. 



ისტორიული შენობის დერ
ფანში ამ დროითვის მხოლოდ კედლებია გაფერადებული, ჭერსა და იატაკს კი პირვანდელი ფორმა შენარჩუნებული აქვს.



ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიას მივმართეთ, სადაც განმარტავენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი ტიპის ნებართვას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გასცემს.

სააგენტოში კი ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. უწყების ინსპექტირების სამსახურში განგვიმარტეს, რომ შენობაში ჩატარებულ სამუშაოებს უახლოეს სამუშაო დღეს ადგილზე შეისწავლიან.

"ადგილზე შეფასდება. ან გაფრთილებას გამოვუწერთ, რომ პირვანდელ ფორმაში მოიყვანოს ან დაჯარიმდება თუ რთული სამუშაოები აქვს ჩატარებული," - გვიხსნის სააგენტოს ინსპექირების ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან ჭავჭავაძე.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის" ქუთაისის ფილიალში კი ამბობენ, რომ შესაძლოა, საქმეს დანაშაულის კვალიფიკაციაც კი ჰქონდეს.

"თუკი ძეგლის ან მისი ნაწილის იმგვარი სახეცვლილება მოხდა, რომელიც აუარესებს ძეგლის მდგომარეობას ან აღქმას, მაშინ საერთოდ დანაშაულთან გვაქვს საქმე," - განმარტავს საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი.

ამა თუ იმ ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასა და მოხსნას, მის მოვლა-პატრონობას და დაცვას, მისი მესაკუთრის პასუხისმგებლობას "საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არეგულირებს". კანონის თანახმად, სხვადასხვა დარღვევებისთვის განსხვავებული სანქციებია გათვალისწინებული.

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ე.წ ყოფილი "დეკის ბაღის" შენობა 1902 წელს აშენდა. 1903-1938 წლებში ამ სახლში ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე გაბო გოკიელი, 1938-1952 წლებში კი ლადო მესხიშვილისა და კოტე მარჯანიშვილის თეატრების რეჟისორი, დოდო ანთაძე ცხოვრობდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.