ახალი ამბები
"ოჯახი მიტოვებული მყავდა" – თერჯოლის გამგებლმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
თერჯოლის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. პოსტის დატოვების მიზეზად ჯაფარიძე ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.
"ოჯახი მიტოვებული მყავდა 3 წელი თბილისში. უკეთესი თანამდებობაა, უკეთესი პირობები და ოჯახთანაც ახლოს ვიქნები.
ვეძებდი ისეთ სამსახურს, რომელიც მისაღები იქნებოდა ჩემთვის და ბოლოს მაინც გამიმართლა", – ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში თეიმურაზ ჯაფარიძე. 

ჯაფარიძე  ამბობს,  რომ ის "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში"  დაიწყებს მუშაობას.

ყოფილი გამგებელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებით მას ამომრჩევლების იმედი არ გაუცრუებია.

"3 თვე მქონდა ისედაც დარჩენილი. მეტს მაინც ვერ ვიმუშავებდი. მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არც ვაპირებდი და საჯარო სამსახური ვარჩიე. ჩემი ამომრჩევლებისთვის ბევრი რამის გაკეთება უკვე მოვასწარი და მე ისინი არ მიმიტოვებია", – ამბობს თემურ ჯაფარიძე.

თეიმურაზ ჯაფარიძემ თანამდებობა  საკუთარი  განცხადების საფუძველზე, მიმდინარე წლის 24 თებერვალს დატოვა. ამ დროისთვის მის მოვალეობას გამგებლის პირველი მოადგილე, თემურ ქოჩიაშვილი შეასრულებს.

თეიმურაზ ჯაფარიძე, თერჯოლის გამგებლის პოსტზე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.