ახალი ამბები
"საფრთხეში ვართ" - ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის გამო მოსახლეობამ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს
FaceBook
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივების თქმით, ობიექტი საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოსაა, რაც მათ საფრთხელ უქმნის.

"ადრე გაზგასამართი სადგური იყო ამ ადგილზე და აფეთქდა. შემდეგ გაზის მანქანა დააყენეს და გაზმა გაჟონა, დავიწამლეთ მოსახლეობა. ახლა ბენზინგასამართ სადგურს გვიშენებენ და ისევ საფრთხეში ვართ" - ამბობენ ადგილობრივები.

მოსახლეობა სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

აქციას უბნის მაჟორიტარი შეუერთდა. ნატო ქათამაძის ინფორმაციით, მერიამ ნებართვა უკანონოდ გასცა, რადგან საკრებულოს დადგენილებით, მეორე ზონაში მსგავსი ტიპის მშენებლობა იკრძალება.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კანონი არ ირღვევა, რადგან მშენებლობა მესამე ზონაში მიმდინარეობს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნატო ქათამაძე არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
განათლების სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო
საშუალებების გამოყენების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც,
სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მობილური
ტელეფონებისა და „ჭკვიანი“ საათების გამოყენება ფაქტობრივად
აიკრძალება.
18:23 / 05.06.2026
განათლების სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მობილური ტელეფონებისა და „ჭკვიანი“ საათების გამოყენება ფაქტობრივად აიკრძალება.
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „აჭარის
ტელევიზიიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
20:31 / 03.06.2026
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „აჭარის ტელევიზიიდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.