ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ბრალი წაუყენეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, ლაშა გვენეტაძეს ბრალი წაუყენეს.

ამის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში მისი ადვოკატი, გიორგი დვალიშვილი განმარტავს. ის ამბობს, რომ დეპუტატთან ერთად, ბრალი მის ძმასა და მეგობარსაც წაუყენეს. 

ლაშა გვენეტაძის საქმესთან დაკავშირებით,  სასამართლო პროცესი ქუთისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. გიორგი დვალიშვილის  თქმით, საქმის წარმოება საქმე სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. პირს, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში 7- დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ლაშა გვენეტაძემ და მისმა ძმამ პირი მამის საფლავის გაძარცვის გამო სცემეს.

დაკავებულები ამდროისთვის ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე, სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე, სადაც საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის მამის საფლავი გაძარცვეს, მოპარულია საფლავის ქვაზე მიმაგრებული სპილენძის ბარელიეფი.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

გაძარცვული საფლავი და დაკავებული დეპუტატი (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.